რუსთავი

იგივე ისტორიული წყაროს მიხედვით რუსთავი ადრეანტიკური პერიოდის ქალაქია. ლეონტი მროველის ლეგენდარული ცნობით რუსთავის ადრეანტიკური ხანის ქალაქობის შესახებ ჯერჯერობით ვერ დასტურდება. რუსთავი ადრეანტიკური ხანის საქალაქო ცხოვრების კვალი მხოლოდ ახ.წ.აღ-ის. IV საუკუნიდან დასტურდება. ამ დროიდან საფუძველი ეყრება საქართველოს შუასაუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ქალაქის მშენებლობას. ამ მოვლენას ყველა ისტორიული წყარო ("ქართლის ცხოვრება”, “მოქცევაი ქართლისაი”) აკავშირებს ქართლის მეფის თრდატის რევის ძის სახელთან. მან ააგო, პირველი ეკლესია, მდინარე მტკვრიდან გამოიყბვანა არხი ანუ “რუ”. ქალაქმა რუს სათავეში მდებარეობის გამო მიიღო სახელწოდება “რუსთავი”. IV-V სს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, რის გამოც მას წერილობითი წყაროები “ბოსტან-ქალაქად” ანუ უფლისწულთა ქალაქადაც მოიხსენებს.
V ს. II ნახევარში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმებით რუსთავი მსხვილი საეკლესიო ცენტრი გახდა. აქ იჯდა ეპისკოპოსი, რომელიც “რუსთველის” წოდებას ატარებდა. VI-VIII სს.
რუსთავში საქალაქო ცხოვრება ყვაოდა. მისი მოსახლეობა 20000 კაცზე მეტს აღწევდა. ქალაქის მშვიდობიან ცხოვრებას ხშირად არღვევდა გარეშე მტრების შემოსევები, თუმცა იგი ყოველთვის ახერხებდა აღდგენას. 735-737 წწ. იგი ააოხრა არაბმა დაპყრობელმა. მერვან-ყრუმ. მორიგი უბედურება რუსთავს XI ს. დაატყდა. ამჯერად იგი თურქ-სელჩუქთა შემოსევის შედეგად დაინგრა. თურქ-სელჩუქთა ბატონობისგან 1115 წ. რუსთავი დავით აღმაშენებლის თანამოსაყრემ მწიგნობართუხუცესმა Gიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა. ამიერიდან რუსთავი სამეფო ქალაქი ხდება. XII-XIII სს., თამარ მეფის ეპოქაში, ე.წ. საქართველოს “ოქროს ხანაში”, რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსთავი მნიშვნელოვან სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა და ჩართული იყო მახლობელი არმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაQჭრო გზების ქსელში. ამავე დროს იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გაიზარდა. არსებობს მოსაზრება, რომ XII ს. გენიალური პოეტი “ვეფხისტყაოსანის” ავტორი შოთა რუსთაველი წარმომავლობით კახეთის ქალაქ რუსთავიდანაა. 1265წ. მონღოლ ბერქა-ყაენის გამანადგურებელ ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქი პატარა დასახლებათ გადაიქცა. XIV-XVII ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეინიშნავდა. XVII-XVIII სს. მიჯნაზე კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა სცადეს ქალაქის აღორძინება, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროიდან რუსთავის ციხეებშიც წყდება ცხოვრება.
XX ს. ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. ნაქალაქარის ვრცელი ტერიტორია უკაცრიელ სტეპს წარმოადგენდა. 1944 წ. ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მიშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წ. 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო. თანამედროვე ქალაქი რუსთავი სიდიდით საქართველოს მესამე ქალაქია. იგი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიული ცენტრია: აქ ფუნქციონირებს 90-მდე დიდი და საშუალო წარმოება, მათ შორის ისეთი გიგანტებ, როგორიცაა მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს.ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. ამავე დროს ღუსტავი განათლების და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. ქალაქში ფუნქციონირებს რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, თეატრი, სამხატვრო სკოლა, ფოლკლორული ანსამბლები, მატ შორის მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი “რუსთავი”, მწერალთა და მხატვართა კავშირები., ტელეკომპანია და სხვა. ქალაქში ყოველ მეორე წელიწადს ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ ოქროს ნიღაბი”, ყოველწლიურად შემოდგომის თბილ დღეებში იმართება სახალხო ზეიმი “რუსთავქალაქობა”.
ალაქი წერილობით წყაროებში იგი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენება: ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, ნაგები. რუსთავი შედგება ორო ძირითადი ნაწილისაგან: ციტადელისა და ქალაქისაგან. რუსთავი IV-XII სს. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, რელიგიური და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ორ დიდ სავაჭრო-საქარავანო გზათა შესაყარზე. IVს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, სადაც V ს. დაარსდა საეპისკოპოსო ცენტრი. გათხრების შედაგად გაირკვა, რომ რუსთავის ციხეს სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე ჰქონია: ოთხკუთხა კოშკებით (IV-VIII სს.) შიდა ზღუდე, ნახევარწრიული კოშკებით (IX -XI) და გარე ზღუდე, გვირაბიანი კარიბჭით (XII-XIII). ქალაქის განადგურება და ზღუდეთა განახლება უკავშირდება არაბების, თურქ-სელჯუკების და მონღოლთა შემოსევებს. ადრეულ შუა საუკუნეების (IV - VIII) სასახლეთა ნაშთები გაითხარა ციხეზე - საერო წარჩინებული პირის კუთვნილი და ნაქალაქარზე - რუსთავის ეპისკოპოის რეზიდენცია. ციხეზე გაითხრა მეორე სასახლეც, რომელიც აშენდა მეორე ზღუდესთან ერთად და ფუნქციონირებდა IX-XIII სს. XII ს. იგი გადაკეთდა, შეიცვალა გეგმაც და დაემატა კარის აბანო, რომელიც ორ ზრუდეს შორისაა მოქცეული.
XII-XIII სს. ორსართულიანი სასახლე უნიკალლურ საერო ნაგებობას წარმოადგენს. ნანგრევბში აღმოჩნდა მოხატული კედლის ნარღვევები, გორელიეფის ადამიანის გამოსახულებით, ამოკვეთილი ორნამენტით შექმული ბათქაშები, ფიგურული კარნიზები, ვიტრაჟები _ მრავალფერადი, ორნამენტიანი სარკმლის მინა ალებასტრის ჩარჩოებით. რუსთავში გამოვლენიალია რიგითი მოქალაქეების რიყის ქვით ნაგები წრიული და ოთხკუთხა საწხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, შესაბამისი ინვენტარით. ნაქალაქარზე გაითხარა IV-VI, VI-VIII და XI-XIII სს. სამაროვნები მდიდარი ინვენტარით. გვხდება ორსამარხები, ქვისსამარხები, თიხისა და ქვის სარკოფაგები. რუსთავში ხელოსნების მრავალი დარგი ჩანს განვითარებული: კერამიკული, მინის, ლითონის, საფეიქრო, ძვლის, ქვის, ხის და სხვ. ამის დამადასტურებელია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა - ჭურჭელი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, სამკაული, ქსოვილის ნაშთები და სხვა,: აგრეთვე წუნი ნაწარმისა, ნახევარფაბრიკატების, წარმოების ნაშთების აღმოჩენა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნაქალაქარზე გათხრილი სახელოსნო უბანი - IX-X სს. სამეთუნეო ქურები. რუსთავში დაგროვდა მდიდარი იმპორტული და ნუმიზმატიკური მასალა. აღმოჩენილია სს. 1000-ზე მეტი მონეტა, უმრავლესობა ქართველ მეფეთა მიერაა მოჭრილი; გვაქვს ბიზანტიური, ქიფური, ილდეგიზიდური, დარუბანდის ამირის და მონღოლური მონეტები, რაც ქალაქ რუსთავის ინტენსიურ საქალაქო ცხოვრებასა და გარე სამყაროსთან ცხოველ ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს. რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1256 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეიმჩნევა.