მარნეულის ღირსშესანიშნობები
მარნეული
მარნეულის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია. 1929 თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930-დან ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში 1947-დან მარნეულის რაიონია. მარნეულის რაიონს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის, ჩრდილოეთით _ თეთრიწყაროს და გარდაბნის, აღმოსავლეთით _ გარდაბნის რაიონები, სამხრეთით _ აზერბაიჯანის Dდა სომხეთის. ფართობი _ 955,2კმ2. რაიცენტრი _ ქ. Mმარნეული. რაიონში შედის 1 საქალაქო (მარნეული), 1 სადაბო (შაუმიანი) და 14 სასოფლო საბჭო (ალგეთი, ახქერფი, თამარისი, კასუმლო, ორჯონიკიძე, ოფრეთი, სადახლო, ქაფანახჩი, ქურთლარი, ყაჩაღანი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, შულავერი, ხოჯორნი); 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.
ბუნება. რელიეფი. რაიონის ცენტრის უდიდესი (ცენტრალური) ნაწილი უჭირავს მარნეულის აკუმულაციურ ვაკეს, რომლის სიმაღლეა 270-400მ. ვაკე აგებულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით _ კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. Mმდინარეთა გასწვრივ თანამედროვე ალუვიონია _ კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკეზე არის აგრეთვე ჯავახეთის ზეგნიდან ჩამოსული. Lლავური ღვარის დამარხული ბოლო და აფშერონული და ბაქოური დროის თიხნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია დასერილია მდინარეების ალგეთის, ხრამისა და დებედის ხეობებში. ზოგან თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფოზოური ძაბრები, ჭები და ბუნებრივი ხიდები. რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია იაღლუჯის მაღლობს, რომლის სიგრძე 17კმ, სიგანე _ 10-11კმ, შეფარდებითი სიმაღლე_300-400მ მიოპლიოცენური კონგლომერატებისა და თიხოვანი ქვიშაქვების წყებებით. მაღლობი ჩრდილოეთ მხარეს ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს. Mმის სამხრეთითKკი მშრალი ხევებით დასერილი ვაკეა. მშრალი ხევებითა და ღარტაფებითაა დაღარული აგრეთვე იაღლუჯი მაღლობის სამხრეთის Dდა აღმოსავლეთის კალთები. მარნეულის რაიონის ტერიტორიის სამხრეთ Mმონაკვეთში ლოქის ქედი და ბაბაკარის სერია. რაიონის ფარგლებშია ლოქის ქედის ჩრდილოეთისKკალთის ნაწილი (მდინარე შულავრის აუზი). Qქედის აბსოლიტური სიმაღლე აქ 1400მ არ აღემატება. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და პორფირიტებით. დაბალმთიანი რელიეფი დანაწევრებულია მდინარე შულავრის შენაკადების ხეობებით. მდინარე დებედის აღმოსავლეთი განედურადაა გაწოლილი ასევე ცარცული კირქვებითა და ვულკანოგენური წარმონაქმნებით აგებული ბაბაკარის სერი, რომლის ციცაბო სამხრეთ კალთა ძლიერ დასერილია, ზოგან ტიპური ბედლენდებია. Mმარნეულის რაიონის მნიშვნელოვანი წიაღისეულია სადახლოს მარმარილო.
ჰავა. მარნეულის რაიონი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში და რელიეფის შესატყვისად ახასიათებს ჰავის ზონალურობა: ტერიტორიის უდიდეს ნაწილში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12ºჩ, იანვარში _ 0º_0,3º, ივლისში _ 23,9ºჩ, აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა _ 25ºჩ, აბსოლიტური მაქსიმალური კი _ 40ºჩ. ნალექები 490-500მმ წელიწადში. Nნალექები მაქსიმალური მაისშია, მინიმალური _ დეკემბერში. იაღლუჯის მაღლობზე, აგრეთვე ლოქის ქედსა და ბაბაკარის სერზე ჰავა რამდენადმე განსხვავებული _ ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია; იცის ცხელი ზაფხული. Lლოქის ქედის კალთის მცირე მონაკვეთზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.
შიგა წყლები. მარნეულის რაიონი მდიდარია მდინარეებით, გარდა მდინარე მტკვრისა, რომელიც რაიონს აღმოსავლეთის საზღვარზე ჩამოუდის, მდინარე ხრამი. აქ იგი აჩენს კლაკნილებს, კუნძულებს, “ნარიონალებს”. წყალუხვია ხრამის მარჯვენა შენაკადი დებედა, რომელიც უკიდურესი ქვემო დინებით მიეკუთვნება მარნეულის რაიონს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდინარე ალგეთი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხენა შენაკადი). მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში, მდინარეები გამოყენებულია სარწყავად.
ნიადაგები. მარნეულის რაიონის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად. ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები უფრო მეტად მდინარეების ალგეთისა და მტკვრის წყალშუეთშია, სხვაგან კი წაბლა და მუქი წაბლა ნიადაგებია მდინარეების ხრამისა და მტკვრის სანაპიროებზე განვითარებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის მაღლობზე აგრეთვე საშუალო და მცირე სისქის წაბლა ნიადაგებია, რომელიც ზოგან სუსტად დამლაშებული და ბიცობია. ლოქის ქედისა და ბაბაკარის სერზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია გაბატონებული. ლოქის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგი.
მცენარეული საფარი. რაიონის ვაკე ადგილებსა და იაღლუჯის მაღლობზე გავრცელებულია უროიანი სტეპი და ნახევრაუდაბნოს მცენარეულობა. აქ გვხვდება როგორც საკუთრივ უროიანი, ისე უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები. ბალახოვანი მცენარეებიდან უმეტესად ხარობს: ურო, ვაციწვერა, წივანა, კუტიბალახი, წიწმატა-სელი, მინდვრისნემსა, იონჯა, ურცი, ესპარცეტი და სხვა. ნახევარუდაბნოსათვის დამახასიათებელია ავშანი, ყარღანი, ხვარხვარა. ჯაგეკლიანებში ძირითადია ძეძვი. მასთან ერთად ვხვდებით გრაკლას, კვრინჩხს, შავჯაგას და სხვა. ბაბაკარის სერისა და ლოქის ქედის მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგრცხილა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, კვრინჩხი. იაღლუჯის მაღლობზე და მთისწინეთში იზრდება აკაკი და საკმლის ხე. მთის ტყეებში _ ლოქის ქედზე, ნაწილობრივ, ბაბაკარის სერზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი. Yყველაზე მაღალ ადგილებში _ წიფლნარი. მთავარი მდინარეების ნაპირებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები: ხვალო, ოფი, წნორი, ჭალის მუხა, თელა, თუთა, უხვადაა მხვიარა მცენარეებ: კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვა. Qქვეტყეში არის ქაცვი, კუნელი, იალღუნი და სხვა.
ცხოველთა სამყარო. მარნეულის რაიონში გავრცელებულია როგორც მთის ტყის, ისე სტეპისათვის დამახასიათებელი ფაუნა. მთის ტყეებში ბინადრობს მგელი, თერთყელა კვერნა, დედოფალა, გარეული ღორი, მაჩვი; ყველგან არის მელა, ტურა, კურდღელი, ლელიანის კატა. ფრინველთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვეულებრივი ხოხობი, მწყერი, კაკაბი და სხვ. მდინარეებში ბევრია ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა., ფრიტა, თაღლითა, გველანა, კასპიის სალამურა, ჭანარი, კასპიის შამაია, ლოქო და სხვ. Bბევრია ქვეწარმავალი.
ძირითადი ლანდშაფტები. Mმარნეულის რაიონში მშრალი სუპტროპიკული ვაკისა და ზომიერ ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები: 1. Mმშრალი სტეპური და ნახევარუდაბნო ვაკე, წაბლა და დამლაშებულ-ბიცობიანი ნიადაგები., 2. სტეპური მაღლობი უროიანი და ჯაგეკლიანი მცენარეულობით, წაბლა ნიადაგების კომპლექსზე, 3. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და მდელო-ბუჩქნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 5. საშუალო მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე, 6. ჭალის ტყის (ტუგაის) ლადშაფტი.
სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობა ინტენსიური ხასიათისაა, რასაც ხელს უწყობს დასამუშავებლად ვარგისი ვრცელი ფართობები, ნოყიერი ნიადაგები და ხელოვნური რწყვის ფართოდ გამოყენება. წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა.
დამუშავებული მიწები ძირითადად მარნეულის ვაკეზეა და ირწყვის მდინარეების ხრამის, დებედის, ალგეთის და მათი შენაკადების წყლით. რაიონი დიდ როლს ასრულებს თბილისის და რუსთავის მოსახლეობის ბოსტნეულით, საადრეო კარტოფილით, რძითა და სხვა პროდუქტებით მომარაგებაში. უკანასკნელ ხანებში იზრდება მევენახეობის როლი.
მარნეულის რაიონის მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშენი ქვის (ბაზალტის, კირქვების) მარმარილოსა და ინერტული მასალების მოპოვებას. რაიონში მზადდება რკინა-ბეტონის ნაკეთობები და საშენი დეტალები. განვითარებულია კვვების მრეწველობა. ყულარში, თამარისსა და ალგეთში არის ღვინის, მარნეულში ყველ-კარაქის ქარხნები; მარნეულშია ხორცკომბინატი და საკონსერვო წარმოება, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის საცდელ-ექსპერიმენტალური სასურსათო კომბინატი, საწარმოო გაერთიანება “საქარამადნეული”. მსუბუქი მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ქეჩის ფაბრიკა და მატყლის სარეცხი საწარმო შულავერში. ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულს ამუშავებს შულავრის მეურნ. ქარხანა.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი. მარნეულიდან გაყვანილია რკინიგზის ტოტი დაბა კაზრეთამდე. რაიცენტრი საავტომობილო გზატკეცილებით დაკავშირებულია თბილისთან და მეზობელ რაიონებთან, აგრეთვე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. Aავტოტრანსპორტი დიდ როლს ასრულებს შიგარაიონული და რაიონთაშორისი ტვირთების გადაზიდვაში. არსებობს სატელეფონო კავშირი პერიფერიებიდან რაიცენტრთან.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო, არასრული და დაწყებითი, საღამოს სკოლები. სამუსიკო სკოლა, საბავშვო ბაგები და ბაღები, კინოთეატრი, ტელეგადაცემებს ღებულობენ თბილისიდან. Mმოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, დისპანსერი, ამბულ-პოლიკლინიკა, საფერშლო_სამეანო პუნქტები.
ისტორიული ძეგლებია: ახქერფის(ხუჯაბის) სამონასტრო კომპლექსი (XIIIს.), რულის (ოფრეთის) ნაქალაქარი (XVIIს.), წოფის ეკლესია (ადრინდელი შუა საუკუნეები), ქალაფის მონასტრის ეკლესია (XIIIს.) და სხვა ნაგებობანი. Bბინაძორისა და შაუმიანის სამონასტრო კომპლექსები (დაახლოებით XII-XIII სს.), ხოჟორნის სამონასტრო კომპლექსი (ადრინდელი შუა საუკუნეები) და სხვ.
Комментариев нет:
Отправить комментарий