დმანისის ღირსშესანიშნაობები
დმანისი

დმანისის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთის მთიანეთში. დმანისის რაიონი 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში, 1917-1930-მდე_ტფილისის მაზრაში, 1930—წალკის რაიონში, 1933-დან დამოუკიდებელი ადმინისტარციულ-ტერიტორიული რაიონია. დმანისის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით _ თეთრიწყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით _ ბოგდანოვკის რაიონები, სამხრეთით _ სომხეთი. ფართობი _ 1206კმ2. რაიცენტრი _ დაბა დმანისი. დმანისის რაიონში შედის 1 სადაბო (დმანისი) და 12 სასოფლო საბჭო (ამამლო, განთიადი, გომარეთი, დიდი დმანისი, სარკინეთი, ქვემო ოროზმანი, ყარაბულახი, ყიზილქილისა).
დმანისი

დმანისის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთის მთიანეთში. დმანისის რაიონი 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში, 1917-1930-მდე_ტფილისის მაზრაში, 1930—წალკის რაიონში, 1933-დან დამოუკიდებელი ადმინისტარციულ-ტერიტორიული რაიონია. დმანისის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით _ თეთრიწყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით _ ბოგდანოვკის რაიონები, სამხრეთით _ სომხეთი. ფართობი _ 1206კმ2. რაიცენტრი _ დაბა დმანისი. დმანისის რაიონში შედის 1 სადაბო (დმანისი) და 12 სასოფლო საბჭო (ამამლო, განთიადი, გომარეთი, დიდი დმანისი, სარკინეთი, ქვემო ოროზმანი, ყარაბულახი, ყიზილქილისა).
ბუნება. რელიეფი. რაიონის დასავლეთის ნაწილი Mმოიცავს ჯავახეთის მერიდიანულ ვულკანურ ქედს, რომელიც აგებულია ახალგაზრდა აფუზიური ქანებით (ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური, დიპარიტ-დაციტური ლავები), ქედის მოვაკებულ, თაღისებურ თხემზე აღმართულია მწვერვალები: დავაკრანი (1820მ), შამბიანი (2867მ), აგრიკარი (2976მ), ემოქლი (3054მ). აღმოსავლეთის დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით. რომლის შუა ნაწილი უჭირავს ვულკანურ პლატოებს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საფეხურისებრ დაბლდება და იტოტება. Oოროგრაფიულად გამოიყოფა ჭოჭიანის (1500-1600მ), გომარეთის (1200-1450მ) და დმანისის (1300-1500მ) პლატოები. ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნულია კვირიკეთისა და ლუკუნის მთებით. პლატოები ძირითადად აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული ლავებით. რომლის აღმოსავლეთ ნაწილი მოიცავს კრისტალურ Qქანებში გამომუშავებულ მთის მასივებს. მათ შორის აღსანიაშნავია პალეოზური გრანიტოიდებით აგებული კვირიკეს მთა (1743მ) და მის სამხრეთით აზიდული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული ლუკუნის მთა (1900მ). ეს მთები რადიალურად არის დასერილი მდინარეების ხრამისა და მაშავერის შენაკადთა ხევ-ხეობებით. რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს ლოქის ქედის ჩრდილოეთის კალთის ეროზიულ შტოქედებს და მათ შორის მოქცეულ ხეობებს. Mმათ აგებულებაში ჭარბობს შუაეოცენური ვულკანოგენური წყებები, რომლებსაც აღმოსავლეთ იურიული (პორფირიტული) და ცარცული (კარბონატული) ქანები ენაცვლება. ლოქის ქედი ლუკუნის მთისგან გამოჯნულია მაშავერის ლავური ნაკადით.
ჰავა. რაიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში (ჯავახეთის ქედზე) _ 3ºჩ, აღმოსავლეთში _ 12ºჩ, იანვარის საშუალო _ (-)10ºჩ, -2ºჩ, ივლისის საშუალო _ 13-23ºჩ. აბსოლიტური მაქსიმალური _ 30ºჩ. ნალექები _ 650-1000მმ წლიური ნალექების მაქსიმალური მაისშია, მინიმალური _ დეკემბერში. ზაფხულის თვეებში ხშირია ელჭექების ხასიათის წვიმა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს სეტყვა. თოვლის საფარის ხანგრძლივობა სიმაღლის ზონების შესაბამისად 2-4 თვე გრძელდება.
შიგა წყლები. რაიონის ჩრდილოეთის ნაწილი მიედინება მდ. ხრამი და მისი შენაკადები: ფინეზაურო, შაჰმარლო და სხვ. მდინარეთა უმეტესობა პატარაა, მთის ტიპის; მიედინება ლავებში ჩაჭრილ კანიონისებრ ხეობებში. მდინარეები უმთავრესად საზრდოობენ წვიმის წყლით, აგრეთვე თოვლის ნადნობი წყლითაA და ლავებში გამომდინარე დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა ზამთარში. რაიონში მცირე ზომის ვულკანური ტბებია, მათ შორის აღსანიშნავია ოროზმანის ტბა, სარკინეთ-გომარეთისა და კამარლოს მიდამოების ტბები. სოფლების ველისპირსა და ირგანის მიდამოებში არის ჭაობები.
ნიადაგები. რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი, შუა ნაწილში, პლატოებზე, განვითარებულია მთის შავმიწა ნიადაგი, მიმდებარე ქედების კალთებზე_მთის მდელოს შვმიწისებრი კორდიანი (ქვემო ნაწილი) და კორდიან-ტორფიანი (შუა ნაწილი), ხოლო თხემებსა და მწვერვალებზე ალპური ზონის მცირე სისქის პრიმიტიული ნიადაგი. ზემო აღნიშნულის გარდა ზოგან გვხვდება ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ, ნესტიანი მდელოსა და დაჭაობებულ ნიადაგებზე (ტბების პირას და ნატბეურ ტაფობებზე).
მცენარეული საფარი. რაიონში 1200-ზე მეტი სახეობის მცენარეა. ისინი ქმნიან კარგად გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. აღმოსავლეთ ნაწილი მთის შერეულ ტყეებს უჭირავს, რომელშიც აღმოსავლეთის წიფელია გაბატონებული ძნელად მისადგომ უბნებში _ შემორჩენილია ნეკერჩხლის, ცირცელის, ტირიფის, მუხის მცირე, დაკნინებული დერივატები, ტყის ადგილას ამჟამად მთის სტეპის ბალახეულობაა, სადაც ნაირბალოხოვანი მცენარეულობა ჭარბობს. 2000-2500მ სიმაღლეზე სუბალპური მდელოებია სტეპის ელემენტებით, სადაც ფართოდაა გავრცელებული ჩაღანდრი, კეწეწურა, ოქროშვრია., მთის ტიმოთელა, ვაციწვერა, მთის ბაია, მთის ბარისპირა და სხვ. 2500მ-ზე მაღლა ალპური მდელოებია, რომლებზეც იზრდება ცხვრის წივანა, ძიგვა, ისლი, ისლურა, ესპარცეტი, სამყურა და სხვ. ტბისპირებთან წყლის მცენარეებია,კანიონის ფერდობებზე _ კლდის ქსეროფიტები.
ცხოველთა სამყარო. რაიონში გავრცელებულია შველი, გარეული ღორი, დათვი, მგელი, ციყვი და სხვ. ბევრია მღრღნელი და ფრინველი, მდინარეებში_თევზი, მათ შორის კალმახი.
![]() |
ნუ გაანადგურებ ცხოველებს |
ძირითადი ლანდშაფტები: 1. საშულმთის მთა-ხეობები წიფლნარ-მუხნარით და ტყის ყომრალი ნიადაგები; 2. ლავური პლატოები მთის სტეპის მცენარეულობითა და მთის შავმიწა ნიადაგებით; 3. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწისებრი ნიადაგით; 4. ალპური მდელოები ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით; 5. ტბისპირა და ნატბეური ჭაობები; 6. კანიონისებრი ხეობები ჩამორეცხილი ნიადაგით, კედლის ქსეროფიტული მცენარეულობით.
სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: სარძევე მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა (გავრცელებულია ქართული ჯიშის რუხი ფუტკარი).
მრეწველობა. რაიონის ენერგეტიკული ბაზაა დმანისის ჰესი მდ. მაშავერაზე. წამყვანი დარგია კვების მრეწველობა (ყველ-კარაქის წარმოება). რაიონში არის ხე-ტყის სახერხი წვრილი საწარმოები, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი და სასოფლო-სამერნეო მანქანების შემკეთებელი ქარხანა.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. უახლოესი რკინიგზის სადგური კაზრეთი_დმანისიდან 30კმ-ზეა.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის სკოლები, სამუსიკო სასწავლებლები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და სხვ.
დმანისის რაიონში ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ამამლოს (XIIს.), ბახჩალარის (XIს.), ბოსლების (XIIIს.), ამბარლოს (1032წ.), ამაღლების (VII-VIIIსს.) და წმინდა დემეტრეს (X-XIსს.), განთიადის (ყალამშა X-XIსს.), დიდი გომარეთის (შუა საუკ.), ზემო ოროზმანის (XII-XIIსს.), ზემო ყარაბულახის (X-XIსს.), კაკლიანის ღვთის. (XIს.) ეკლესიები, დიდი გომარეთის მიდამოებში _ მონასტერი “ლამაზი საყდარი”(XIIIს.), დმანისის (ბაშკიჩეთის) შუა საუკუნეების ქარვასლა და ეკლესიები, დმანისის ნაქალაქარი (VII-XIIIსს.) და სხვ.
Комментариев нет:
Отправить комментарий