четверг, 22 декабря 2011 г.

თეთრი წყარო

        თეთრი-წყაროს ღირსშესანიშნობები


                                                          
                               
                                        





                                                            თეთრი წყარო





თეთრი წყაროს რაიონი, 
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. 1917-დან ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921-1929_ტფილისის მაზრაში, 1930_ტფილისის ოლქში, ქალაქად გამოცხადდა 1966 წ.
 ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის,განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. 
   თეთრი წყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი ფარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული რომლის ეკლესიაც  XII ს-შია აგებული. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამსშვილდის ნაქალაქარი.
  როგორც  აღბულაღის რაიონი, 1940-დან _ თეთრიწყაროს რაიონად იწოდება.  რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის, დასავლეთით_წალკისა და დმანისის, ჩრდილოეთით _ კასპისა და მცხეთის, სამხრეთით _ ბოლნისის რაიონები. ფართობი _ 1174.4კმ2. თეთრიწყაროში შედის: 1 ქალაქი(თეთრიწყარო), 1 დაბა(მანგლისი),  15 სასოფლო საბჭო, 78 სოფელი.


თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული, აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. 1917 წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის მაზრაში შედიოდა, 1921-1929 წწ. ისევ თბილისის მაზრაშია, 1930 წლიდან თბილისის ოლქშია, როგორცაღბულაღის რაიონი, თეთრი წყაროს რაიონი კი ეწოდა1940 წელს. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს. სამხრეთით ესაზღვრებაბოლნისის მუნიციპალიტეტი დასავლეთით საზღვრავს წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია – 1174.5 კმ².



ბუნება. რელიეფი. თეთრიწყარო უმეტასედ მთაგორიანია. რაოინის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული თრიალეთის საშუალო სიმაღლის ქედი, რაიონის სამხრეთ კალთა, მოსწორებული ზედაპირებით თეთრიწყაროს რაიონშია მოქცეული. შუა და სამხრეთი ნაწილი უჭირავს ზედაპლიოცენური დოლერიტებით აგებულ ქვემო ქართლის პლატოს, რომელიც თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (450მ) დასავლეთისკენ (1400მ) და გასწვრივადაა გაჭრილი მდინარე ხრამის კანიონით. თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ზედაცარცული ვულკანური და დანალექი წყებები, აგრეთვე, ძველი კრისტალური ქანებით აგებული შუა ხრამის მთათა კვანძი. აქ ყველაზე დიდია ბედენის მასივი. საიდანაც სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით გამოიყოფა შტოქედები: გელინდაღი, თავშიშველა და გომერი. თავშიშველას ქედსა და ქვემო ქართლის ლავურ პლატოთა შორის მდებარეობს ირაგის ქვაბული, რომლის ფსკერი (ზედა დონე 1100-1200მ) თიხნარითა და კენჭნარითაა აგებული. რაიონის ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ _ აღმოსავლეთისკენ თანდათან დაბლდება, ჯერ გადადის გორაკ-ბორცვიანიდან მთისწინეთში, შემდეგ მარნეულის ტერასულ ვაკეში.
თეთრიყაროს .რაიონის წიაღისეულია: ალგეთის ლითოგრაფიული ქვა; საშენი მასალა: ბაზალტი, კირქვა და ქვიშაქვა.


ჰავა. რაიონში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12-დან(ბარში) 3-მდე(მთაში). აბსოლიტური მინიმალური –25(-30), აბსოლიტური მაქსიმალური _ 35-40. ნალექების საშუალო წლიური_500-900მმ-მდე. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი_დეკემბერში.


შიგა წყლები. თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარე ხრამის მარცხენა შენაკადები და ალგეთის სისტემის მდინარეები. რაიონის სამხრეთ საზღვარს ჩამოუდის მდინარე ხრამი. რომლის მარცხენა შენაკადებია: კლდეისისწყალი, ახკალაფისწყალი, ტორნე, ჭივჭავი და სხვ. ძირითადი მდინარეა ალგეთი. მისი მთვარი შენაკადებია მარჯვენა _  დაყვისხევი და გუდარეხისწყალი; მარცხენა _ ნამტვრევანისწყალი, ორსისხევი, ბოყვისხევი, ენაგეთისხევი, ლამისხევი, ასურეთისხევი და სხვ. მდინარეები საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზახფულსა და ზაფხულის დასაწყისშია, წყალმცირობა_შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში. ზოგ მდინარეს იყენებენ სარწყავად. Bბედენის პლატოზე არის პატარა ტბები და ჭაობები. სოფელ ასურეთთან გოგირდწყალბადოვანი წყაროა, რომელსაც იყენებენ სამკურნალოდ.


ნიადაგები სიმაღლეებზე ზონებს ქმნიან. ვაკეზე ჭარბობს წაბლა ნიადაგები. ბორცვიან მთისწინეთში ტყის ყავისფერი ნიადაგია ჩამოყალიბებული. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს, რომელსაც ზემოთ ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწრებული ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. მაღალი ქედების თხემებზე და ბედენის პლატოზე მეორეული მთის მდელოს ნიადაგებია. ციცაბო ფერდობებზე გვხვდება სუსტად განვითარებული, მცირე სისქის ჩამორეცხილი ნიადაგი.


მცენარეული საფარი. რაიონში 2 ათასზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება. ვაკეზე და ბორცვიან მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპის მცენარეულობა: ძეძვი, გრაკლა, ასკილი, გლერძა, ურცი, მაჩიტა, ძურწა, ურო, ტუხტი და სხვ. ხეებიდან გვხვდება აკაკი. მთების კალთების ქვემო სარტყელი მუხისა და რცხილის ტყეებს უჭირავს, იზრდება აგრეთვე იფანი, ნეკერჩხალი, პანტა და მაჟალო. ბევრია შინდი, თხილი, ზღმარტლი, კუნელი, ასკილი და სხვ. ზემო სარტყელში წიფელი ჭარბობს, რომელიც სუფთა კორომებს ქმნის ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე. წიფელთან ერთად იზრდება  აღმოსავლური მუხა და რცხილა, ასევე_ნაძვნარ-სოჭნარი და ფიჭვის ფორმები. სამხრეთ ექსპოზიციის ციცაბო კალთებზე იზრდება კლდის ქსეროფიტული მვენარეულობა.


ცხოველთა სამყარო.რაიონში ბინადრობს შველი, გარეული ღორი, დათვი, მგელი, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, მთის მელა, მთის ბრუცა; ფრინველებიდან_როჭი, შურთხი, კაკაბი, ჯაფარა, მინდვრის მწყერჩიტა და სხვ; ქვეწარმავლებიდან ბევრია კუ, ბოხმეჭა, კლდის ხვლიკი; მდინარეებში_კალმახი, ხრამული, შამაია.
თეთრიწყაროში 1965წ. გაიხსნა ალგეთის სახემლწიფო  ნაკრძალი.












მოუფრთხილდით ფრინველებს







ძირითადი ლანდშაფტები.რაიონის ტერიტორია ერთიანდება მშრალ და ზომიერ ნოტიო სუბტროპიკების ვაკე-მთისწინეთის, მთის სტეპური და ზომიერად ნოტიო მთა-ტყის ლანდშაფტთა ტიპებში, რომელშიც გამოიყოფა შემდეგი სახეები: 1. მშრალი სტეპური ვაკე წაბლა ნიდაგი; 2. სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და ჯაგრცხილნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; 3. ბორცვიანი პლატო ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ჯაგეკლიანი და სტეპის ბალახ-მცენარეულობით  ტყის ყავისფერ, წაბლა და შავმიწა ნიადაგებზე; 4. საშუალო მთები მუხისა და წიფლის (ნაწილობრივ ფიჭვის) ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე; 5. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწა ნიადაგებით; 6. ტყიან-მდელოიანი სუბალპური მდელოები ტყის ყომრალ და მთის მდელოს ნიადაგებზე.



სახალხო მეურნეობა. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობის შემდეგი დარგები: მეკარტოფილეობა, მეხილეობა. 1973-დან ალგეთის ხეობაში დაიწყო 35მლნ.მ3 წყლის მოცულობის წყალსაცავის მშენებლობა. რაიონში მუშაობს ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ალგეთის ქვის საწარმო, საკონსერვო ქარხანა.


ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.რაიონზე გადის თბილისი-მარნეული-თეთრიწყარო-თრიალეთი-წალკა-კოდა-თეთრიწყარო და თბილისი-მანგლისი-წალკა.



კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა.რაიონში არის ზოგადსაგანმანათლებო, სამუსიკო, სპორტული სკოლები; ბაგა-ბაღები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები.
თეთრიწყაროს ტერიტორიაზეა სამთო-კლიმატური კურორტი მანგლისი.


ისტორიული ძეგლები: სამშვილდის ნაქალაქარი (ქალაქი ჩაისახა ძვ.წ. I ათასწლ. შუა საუკუნეში და იარსება XVIIIს-მდე), გუდარეხის (XIIIს.), დიდი თონეთის სამების (X-XIსს.), ფიტარეთის გუმბათოვანი (1213-22), წინწყაროს დედაღვთის (VIII-Iხსს.) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X-XIსს.), მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი “გულდამაანთ მამიდა” (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა სს.), სასახლე ტბის მიდამოებში (გვიანი შუა სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XIსს.), ფიტარეთის ციხე (შუა სს.).
თეთრი წყაროს მუზეუმი









                                     
                                                                 

1 комментарий:

  1. მშვენიერი ნამუშევარია,იმედი მაგვს რომ უფრო დახვეწავთ ამ ბლოგს

    ОтветитьУдалить