пятница, 23 декабря 2011 г.

რუსთავი



                                                                                       




                                                                               რუსთავი






ქალაქი რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი ახალი და ამავე დროს უძველესი ქალაქია. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაოს (ძვ.წ.აღ-ის II ათასწლეილის I ნახევარი) ხანიდან ცხოვრობდა. იგი უფრო ინტენსიურად იყო ათვისებული გვიანიბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან. ამ პერიოდში ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე რამოდენიმე მსხვილი დასახლება გაჩნდა თავის სამაროვნებით. XI ს. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ლეგენდარული ცნობით რუსთავი აუშენებია ქართველების წინაფრის ქართლოსის მეუღლეს. 
იგივე ისტორიული წყაროს მიხედვით რუსთავი ადრეანტიკური პერიოდის ქალაქია. ლეონტი მროველის ლეგენდარული ცნობით რუსთავის ადრეანტიკური ხანის ქალაქობის შესახებ ჯერჯერობით ვერ დასტურდება. რუსთავი ადრეანტიკური ხანის საქალაქო ცხოვრების კვალი მხოლოდ ახ.წ.აღ-ის. IV საუკუნიდან დასტურდება. ამ დროიდან საფუძველი ეყრება საქართველოს შუასაუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ქალაქის მშენებლობას. ამ მოვლენას ყველა ისტორიული წყარო ("ქართლის ცხოვრება”, “მოქცევაი ქართლისაი”) აკავშირებს ქართლის მეფის თრდატის რევის ძის სახელთან. მან ააგო, პირველი ეკლესია, მდინარე მტკვრიდან გამოიყბვანა არხი ანუ “რუ”. ქალაქმა რუს სათავეში მდებარეობის გამო მიიღო სახელწოდება “რუსთავი”. IV-V სს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, რის გამოც მას წერილობითი წყაროები “ბოსტან-ქალაქად” ანუ უფლისწულთა ქალაქადაც მოიხსენებს.
V ს. II ნახევარში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმებით რუსთავი მსხვილი საეკლესიო ცენტრი გახდა. აქ იჯდა ეპისკოპოსი, რომელიც “რუსთველის” წოდებას ატარებდა. VI-VIII სს. 
რუსთავში საქალაქო ცხოვრება ყვაოდა. მისი მოსახლეობა 20000 კაცზე მეტს აღწევდა. ქალაქის მშვიდობიან ცხოვრებას ხშირად არღვევდა გარეშე მტრების შემოსევები, თუმცა იგი ყოველთვის ახერხებდა აღდგენას. 735-737 წწ. იგი ააოხრა არაბმა დაპყრობელმა. მერვან-ყრუმ. მორიგი უბედურება რუსთავს XI ს. დაატყდა. ამჯერად იგი თურქ-სელჩუქთა შემოსევის შედეგად დაინგრა. თურქ-სელჩუქთა ბატონობისგან 1115 წ. რუსთავი დავით აღმაშენებლის თანამოსაყრემ მწიგნობართუხუცესმა Gიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა. ამიერიდან რუსთავი სამეფო ქალაქი ხდება. XII-XIII სს., თამარ მეფის ეპოქაში, ე.წ. საქართველოს “ოქროს ხანაში”, რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსთავი მნიშვნელოვან სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა და ჩართული იყო მახლობელი არმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაQჭრო გზების ქსელში. ამავე დროს იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გაიზარდა. არსებობს მოსაზრება, რომ XII ს. გენიალური პოეტი “ვეფხისტყაოსანის” ავტორი შოთა რუსთაველი წარმომავლობით კახეთის ქალაქ რუსთავიდანაა. 1265წ. მონღოლ ბერქა-ყაენის გამანადგურებელ ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქი პატარა დასახლებათ გადაიქცა. XIV-XVII ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეინიშნავდა. XVII-XVIII სს. მიჯნაზე კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა სცადეს ქალაქის აღორძინება, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროიდან რუსთავის ციხეებშიც წყდება ცხოვრება. 



XX ს. ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. ნაქალაქარის ვრცელი ტერიტორია უკაცრიელ სტეპს წარმოადგენდა. 1944 წ. ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მიშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წ. 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო. თანამედროვე ქალაქი რუსთავი სიდიდით საქართველოს მესამე ქალაქია. იგი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიული ცენტრია: აქ ფუნქციონირებს 90-მდე დიდი და საშუალო წარმოება, მათ შორის ისეთი გიგანტებ, როგორიცაა მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს.ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. ამავე დროს ღუსტავი განათლების და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. ქალაქში ფუნქციონირებს რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, თეატრი, სამხატვრო სკოლა, ფოლკლორული ანსამბლები, მატ შორის მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი “რუსთავი”, მწერალთა და მხატვართა კავშირები., ტელეკომპანია და სხვა. ქალაქში ყოველ მეორე წელიწადს ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ ოქროს ნიღაბი”, ყოველწლიურად შემოდგომის თბილ დღეებში იმართება სახალხო ზეიმი “რუსთავქალაქობა”.
ალაქი წერილობით წყაროებში იგი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენება: ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, ნაგები. რუსთავი შედგება ორო ძირითადი ნაწილისაგან: ციტადელისა და ქალაქისაგან. რუსთავი IV-XII სს. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, რელიგიური და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ორ დიდ სავაჭრო-საქარავანო გზათა შესაყარზე. IVს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, სადაც V ს. დაარსდა საეპისკოპოსო ცენტრი. გათხრების შედაგად გაირკვა, რომ რუსთავის ციხეს სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე ჰქონია: ოთხკუთხა კოშკებით (IV-VIII სს.) შიდა ზღუდე, ნახევარწრიული კოშკებით (IX -XI) და გარე ზღუდე, გვირაბიანი კარიბჭით (XII-XIII). ქალაქის განადგურება და ზღუდეთა განახლება უკავშირდება არაბების, თურქ-სელჯუკების და მონღოლთა შემოსევებს. ადრეულ შუა საუკუნეების (IV - VIII) სასახლეთა ნაშთები გაითხარა ციხეზე - საერო წარჩინებული პირის კუთვნილი და ნაქალაქარზე - რუსთავის ეპისკოპოის რეზიდენცია. ციხეზე გაითხრა მეორე სასახლეც, რომელიც აშენდა მეორე ზღუდესთან ერთად და ფუნქციონირებდა IX-XIII სს. XII ს. იგი გადაკეთდა, შეიცვალა გეგმაც და დაემატა კარის აბანო, რომელიც ორ ზრუდეს შორისაა მოქცეული. 
XII-XIII სს. ორსართულიანი სასახლე უნიკალლურ საერო ნაგებობას წარმოადგენს. ნანგრევბში აღმოჩნდა მოხატული კედლის ნარღვევები, გორელიეფის ადამიანის გამოსახულებით, ამოკვეთილი ორნამენტით შექმული ბათქაშები, ფიგურული კარნიზები, ვიტრაჟები _ მრავალფერადი, ორნამენტიანი სარკმლის მინა ალებასტრის ჩარჩოებით. რუსთავში გამოვლენიალია რიგითი მოქალაქეების რიყის ქვით ნაგები წრიული და ოთხკუთხა საწხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, შესაბამისი ინვენტარით. ნაქალაქარზე გაითხარა IV-VI, VI-VIII და XI-XIII სს. სამაროვნები მდიდარი ინვენტარით. გვხდება ორსამარხები, ქვისსამარხები, თიხისა და ქვის სარკოფაგები.  რუსთავში ხელოსნების მრავალი დარგი ჩანს განვითარებული: კერამიკული, მინის, ლითონის, საფეიქრო, ძვლის, ქვის, ხის და სხვ. ამის დამადასტურებელია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა - ჭურჭელი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, სამკაული, ქსოვილის ნაშთები და სხვა,: აგრეთვე წუნი ნაწარმისა, ნახევარფაბრიკატების, წარმოების ნაშთების აღმოჩენა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნაქალაქარზე გათხრილი სახელოსნო უბანი - IX-X სს. სამეთუნეო ქურები. რუსთავში დაგროვდა მდიდარი იმპორტული და ნუმიზმატიკური მასალა.   აღმოჩენილია სს. 1000-ზე მეტი მონეტა, უმრავლესობა ქართველ მეფეთა მიერაა მოჭრილი; გვაქვს ბიზანტიური, ქიფური, ილდეგიზიდური, დარუბანდის ამირის და მონღოლური მონეტები, რაც ქალაქ რუსთავის ინტენსიურ საქალაქო ცხოვრებასა და გარე სამყაროსთან ცხოველ ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს. რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1256 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეიმჩნევა.

მარნეული

      მარნეულის ღირსშესანიშნობები
                                                                          




                                                


                                    მარნეული






მარნეულის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია. 1929 თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930-დან ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში 1947-დან მარნეულის რაიონია. მარნეულის რაიონს  დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის, ჩრდილოეთით _ თეთრიწყაროს და გარდაბნის, აღმოსავლეთით _ გარდაბნის რაიონები, სამხრეთით _ აზერბაიჯანის Dდა სომხეთის. ფართობი _ 955,2კმ2.  რაიცენტრი _ ქ. Mმარნეული. რაიონში შედის 1 საქალაქო (მარნეული), 1 სადაბო (შაუმიანი) და 14 სასოფლო  საბჭო (ალგეთი, ახქერფი, თამარისი, კასუმლო, ორჯონიკიძე, ოფრეთი, სადახლო, ქაფანახჩი, ქურთლარი, ყაჩაღანი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, შულავერი, ხოჯორნი); 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.





ბუნება. რელიეფი. რაიონის ცენტრის უდიდესი (ცენტრალური) ნაწილი უჭირავს მარნეულის აკუმულაციურ ვაკეს, რომლის სიმაღლეა 270-400მ. ვაკე აგებულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით _ კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. Mმდინარეთა გასწვრივ თანამედროვე ალუვიონია _ კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკეზე არის აგრეთვე ჯავახეთის ზეგნიდან ჩამოსული. Lლავური ღვარის დამარხული ბოლო და აფშერონული და ბაქოური დროის თიხნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია დასერილია მდინარეების ალგეთის, ხრამისა და დებედის ხეობებში. ზოგან თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფოზოური ძაბრები, ჭები და ბუნებრივი ხიდები. რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია იაღლუჯის მაღლობს, რომლის სიგრძე 17კმ, სიგანე _ 10-11კმ, შეფარდებითი სიმაღლე_300-400მ მიოპლიოცენური კონგლომერატებისა და თიხოვანი ქვიშაქვების წყებებით. მაღლობი ჩრდილოეთ მხარეს ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს. Mმის სამხრეთითKკი მშრალი ხევებით დასერილი ვაკეა. მშრალი ხევებითა და ღარტაფებითაა დაღარული აგრეთვე იაღლუჯი მაღლობის სამხრეთის Dდა აღმოსავლეთის კალთები. მარნეულის რაიონის ტერიტორიის სამხრეთ Mმონაკვეთში ლოქის ქედი და ბაბაკარის სერია. რაიონის ფარგლებშია ლოქის ქედის ჩრდილოეთისKკალთის ნაწილი (მდინარე შულავრის აუზი). Qქედის აბსოლიტური სიმაღლე აქ 1400მ არ აღემატება.  აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და პორფირიტებით. დაბალმთიანი რელიეფი დანაწევრებულია მდინარე შულავრის შენაკადების ხეობებით. მდინარე დებედის აღმოსავლეთი განედურადაა გაწოლილი ასევე ცარცული კირქვებითა და ვულკანოგენური წარმონაქმნებით აგებული ბაბაკარის სერი, რომლის ციცაბო სამხრეთ კალთა ძლიერ დასერილია, ზოგან ტიპური ბედლენდებია. Mმარნეულის რაიონის მნიშვნელოვანი წიაღისეულია სადახლოს მარმარილო.




ჰავა. მარნეულის რაიონი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში და რელიეფის შესატყვისად ახასიათებს  ჰავის ზონალურობა: ტერიტორიის უდიდეს ნაწილში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12ºჩ, იანვარში _ 0º_0,3º, ივლისში _ 23,9ºჩ, აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა _ 25ºჩ, აბსოლიტური მაქსიმალური კი _ 40ºჩ. ნალექები 490-500მმ წელიწადში. Nნალექები  მაქსიმალური მაისშია, მინიმალური _ დეკემბერში. იაღლუჯის მაღლობზე, აგრეთვე ლოქის ქედსა და ბაბაკარის სერზე ჰავა რამდენადმე განსხვავებული _ ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია; იცის ცხელი ზაფხული. Lლოქის ქედის კალთის მცირე მონაკვეთზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.





შიგა წყლები. მარნეულის რაიონი მდიდარია მდინარეებით, გარდა მდინარე მტკვრისა, რომელიც რაიონს აღმოსავლეთის საზღვარზე ჩამოუდის, მდინარე ხრამი. აქ იგი აჩენს კლაკნილებს, კუნძულებს, “ნარიონალებს”. წყალუხვია ხრამის მარჯვენა შენაკადი დებედა, რომელიც უკიდურესი ქვემო დინებით მიეკუთვნება მარნეულის რაიონს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდინარე ალგეთი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხენა შენაკადი). მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში, მდინარეები გამოყენებულია სარწყავად.





ნიადაგები. მარნეულის რაიონის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად. ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები უფრო მეტად მდინარეების ალგეთისა და მტკვრის წყალშუეთშია, სხვაგან კი წაბლა და მუქი წაბლა ნიადაგებია მდინარეების ხრამისა და მტკვრის სანაპიროებზე განვითარებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის მაღლობზე აგრეთვე საშუალო და მცირე სისქის წაბლა ნიადაგებია, რომელიც ზოგან სუსტად დამლაშებული და ბიცობია. ლოქის ქედისა და ბაბაკარის სერზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია გაბატონებული. ლოქის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგი.





მცენარეული საფარი. რაიონის ვაკე ადგილებსა და იაღლუჯის მაღლობზე გავრცელებულია უროიანი სტეპი და ნახევრაუდაბნოს მცენარეულობა. აქ გვხვდება როგორც საკუთრივ უროიანი, ისე უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები. ბალახოვანი მცენარეებიდან უმეტესად ხარობს: ურო, ვაციწვერა, წივანა, კუტიბალახი, წიწმატა-სელი, მინდვრისნემსა, იონჯა, ურცი, ესპარცეტი და სხვა. ნახევარუდაბნოსათვის დამახასიათებელია ავშანი, ყარღანი, ხვარხვარა. ჯაგეკლიანებში ძირითადია ძეძვი. მასთან ერთად ვხვდებით გრაკლას, კვრინჩხს, შავჯაგას და სხვა. ბაბაკარის სერისა და ლოქის ქედის მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგრცხილა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, კვრინჩხი. იაღლუჯის  მაღლობზე და მთისწინეთში იზრდება აკაკი და საკმლის ხე. მთის ტყეებში _ ლოქის ქედზე, ნაწილობრივ, ბაბაკარის სერზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი. Yყველაზე მაღალ ადგილებში _ წიფლნარი. მთავარი  მდინარეების ნაპირებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები: ხვალო, ოფი, წნორი, ჭალის მუხა, თელა, თუთა, უხვადაა მხვიარა მცენარეებ: კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვა. Qქვეტყეში არის ქაცვი, კუნელი, იალღუნი და სხვა.





ცხოველთა სამყარო. მარნეულის  რაიონში გავრცელებულია როგორც მთის ტყის, ისე სტეპისათვის დამახასიათებელი ფაუნა. მთის ტყეებში ბინადრობს მგელი, თერთყელა კვერნა, დედოფალა, გარეული ღორი, მაჩვი; ყველგან არის მელა, ტურა, კურდღელი, ლელიანის კატა. ფრინველთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვეულებრივი ხოხობი, მწყერი, კაკაბი და სხვ. მდინარეებში ბევრია ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა., ფრიტა, თაღლითა, გველანა, კასპიის სალამურა, ჭანარი, კასპიის შამაია, ლოქო და სხვ. Bბევრია ქვეწარმავალი.








ძირითადი ლანდშაფტები. Mმარნეულის რაიონში მშრალი სუპტროპიკული ვაკისა და ზომიერ ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები: 1. Mმშრალი სტეპური და ნახევარუდაბნო ვაკე, წაბლა და დამლაშებულ-ბიცობიანი ნიადაგები., 2. სტეპური მაღლობი უროიანი და ჯაგეკლიანი მცენარეულობით, წაბლა ნიადაგების კომპლექსზე, 3. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და მდელო-ბუჩქნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 5. საშუალო მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე, 6. ჭალის ტყის (ტუგაის) ლადშაფტი.





სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობა ინტენსიური ხასიათისაა, რასაც ხელს უწყობს დასამუშავებლად ვარგისი ვრცელი ფართობები, ნოყიერი ნიადაგები და ხელოვნური რწყვის ფართოდ გამოყენება. წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა.
დამუშავებული მიწები ძირითადად მარნეულის ვაკეზეა და ირწყვის მდინარეების ხრამის, დებედის, ალგეთის და მათი შენაკადების წყლით. რაიონი დიდ როლს ასრულებს თბილისის და რუსთავის მოსახლეობის ბოსტნეულით, საადრეო კარტოფილით, რძითა და სხვა პროდუქტებით მომარაგებაში. უკანასკნელ ხანებში იზრდება მევენახეობის როლი.
მარნეულის რაიონის მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშენი ქვის (ბაზალტის, კირქვების) მარმარილოსა და ინერტული მასალების მოპოვებას. რაიონში მზადდება რკინა-ბეტონის ნაკეთობები და საშენი დეტალები. განვითარებულია კვვების მრეწველობა. ყულარში, თამარისსა და ალგეთში არის ღვინის, მარნეულში ყველ-კარაქის ქარხნები; მარნეულშია ხორცკომბინატი და საკონსერვო წარმოება, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის საცდელ-ექსპერიმენტალური სასურსათო კომბინატი, საწარმოო გაერთიანება “საქარამადნეული”. მსუბუქი მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ქეჩის ფაბრიკა და მატყლის სარეცხი საწარმო შულავერში. ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულს ამუშავებს შულავრის მეურნ. ქარხანა.





ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი. მარნეულიდან გაყვანილია რკინიგზის ტოტი დაბა კაზრეთამდე. რაიცენტრი საავტომობილო გზატკეცილებით დაკავშირებულია თბილისთან და მეზობელ რაიონებთან, აგრეთვე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. Aავტოტრანსპორტი დიდ როლს ასრულებს შიგარაიონული და რაიონთაშორისი ტვირთების გადაზიდვაში. არსებობს სატელეფონო კავშირი პერიფერიებიდან რაიცენტრთან.




კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის ზოგადსაგანმანათლებლო  საშუალო, არასრული და დაწყებითი, საღამოს სკოლები. სამუსიკო სკოლა, საბავშვო ბაგები და ბაღები, კინოთეატრი, ტელეგადაცემებს ღებულობენ თბილისიდან. Mმოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, დისპანსერი, ამბულ-პოლიკლინიკა, საფერშლო_სამეანო პუნქტები.





ისტორიული ძეგლებია: ახქერფის(ხუჯაბის) სამონასტრო კომპლექსი (XIIIს.), რულის (ოფრეთის) ნაქალაქარი (XVIIს.), წოფის ეკლესია (ადრინდელი შუა საუკუნეები), ქალაფის მონასტრის ეკლესია (XIIIს.) და სხვა ნაგებობანი. Bბინაძორისა და შაუმიანის სამონასტრო კომპლექსები  (დაახლოებით XII-XIII სს.), ხოჟორნის სამონასტრო კომპლექსი (ადრინდელი შუა საუკუნეები) და სხვ.





წალკა


          ქვემო ქართლის ღირსშესანიშნობები
                                                                                 



                                                                წალკა




  წალკის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. 1917-მდე წალკის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1921-დან ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია, 1963-64 შედიოდა თეთრიწყაროს რაიონში, 1965-დან კვლავ გამოიყო ცალკე რაიონად. აღმოსავლეთით ესაზღვრება თეთრიწყაროს, დასავლეთით_ახალქალაქის, ჩრდილოეთით _ ბორჯომის, გორის და კასპის, სამხრეთით_ბოგდანოვკის და დმანისის რაიონები. ფართობი _ 1050კმ2. რაიცენტრი _ წალკა. რაიონში 1 საქალაქო (წალკა), 2 სადაბო (ბედიანი, თრიალეთი) და 8 სოფლის საბჭო (ავრანლო, არჯევან-სარვანი, ბაშქოი, ბეშთაშენი, ედიქილისი, კუშჩი, წინწყარო, ხაჩკოი).




ბუნება. რელიეფი. რაიონის ტერიტორია შეხამებულია ნაირგვარი ფორმებით: მაღალი ქედები. მთები, ვულკანური კონუსები და მთის ქვაბულები, ვაკეები, კანიონისებრი ხეობები და სხვ. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: სამსარის (აბულ-სამსარის) მერიდიანული ვულკანური ქედი, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ასაკის ეფუზიური ქანებით, სხვადასხვა შედგენილობის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით. რომლის ფარგლებში შემოდის ქედის თხემი და აღმოსავლეთი კალთა (მთები თავკვეთილი_2583მ, შავნაბადა_2930მ, სამსარი_3285მ და სხვ.) რაიონის ტერიტორიაზეა ჯავახეთის მერიდიანული საშუალ- და მაღალმთიანი ვულკანური ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი მთა ჭიქიანის ჩრდილოეთით, რომელზეც აღმართულია ვულკანური მწვერვალები: დალიდალო(2661მ), ბიქეთი(2277მ), ჭოჭიანი(2417მ) და სხვ. ყველაზე დაბალ ადგილზე კი მდებარეობს თიქმათაშის უღელტეხილი(2178მ). დიდი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე წალკის ქვაბული (პლატო), რომელიც შემოფარგლულია თრიალეთის(ჩრდილოეთი), სამსარის(დასავლეთი) და ჯავახეთის ქედებით. იგი ზედა დონე _ 1500-1800მ-ის ფარგლებში ვრცელდება და იყოფა პატარა ქვაბულებად. აქ ვყელაზე დიდია ბეშთაშენის ქვაბული, რომელიც გამოიყენება წალკის წყალსაცავად. ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას მდებარეობს ჭოჭიანის პლატო-ქვაბული. რაიონის ჩრდილლოეთი ნაწილი უკავია უმთავრესად თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთას, რომელიც დანაწევრებულია მდინარეების: ბეშთაშენის წყლის, გუმბათის(ხრამის აუზი) და მათი მრავალი შენაკადის ხეობებით. რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია _ კანიონისებრი ხეობები (ავრანლოს კანიონი და სხვ.)





ჰავა. რაიონი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან წინა აზიის მთიანეთის მშრალ სუბროპიკულზე გარდამავალ ჰავის ოლქში. საშუალო წლიური ტემპერატურა 6˚ჩ, აბსოლიტური მინიმალური _ (-)34˚ჩ, აბსოლიტური მაქსიმალური _33˚ჩ. საშუალო წელიწადში 600-740 ნალექი მოდის(წალკა-740მმ, კუშჩი-600მმ). ნალექების მაქსიმალური გაზაფხულსა და ზაფხულშია, მინიმალური _ ზამთარში. 1500მ-ს ზემოთ ჯერ მთიანეთის სტეპების ჰავაა, შემდეგ თრიალეთის, ჯავახეთისა და სამსარის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზამთარს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.




შიგა წყლებით რაიონი მდიდარია. მთავარი მდინარე ხრამი (ზემო დინებაში ქციად წოდებული), რომლის შენაკადებია მარჯვენა _ ჭოჭიანი, ბეიუქდერესი, მირზაოღლიხრამი, აიაზმიდერე, ნარდევანი და სხვ; მარცხენა _ თარსონი, სულახი, გუმბათი, ტუსრები. გარდა აღნიშნულისა, ზოგი მდინარე (ბეშთაშენისწყალი  და ქორსუ) უშუალოდ წალკის წყალსაცავს ერთვის. რაიონში ბევრი ტბაა, მათ შორის ბაშქოის, უზუნგიოლის, ჯანმუშგიოლის, ხადიკის, ლელეიანის, გრძელი ტბა და სხვ. მნიშვნელოვანი ჰიდროლ. ობიექტია წალკის წყალსაცავი. რაიონის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა _ ზამთარში. მდინარეები გამოყენებულია ელექტროენერგიისთვის.




ნიადაგები. რაიონის ტერიტორიაზე  ვრცელი (ყველაზე დაბალი) ნაწილი უჭირავს მთის კარბონატულ შავმიწა ნიდაგებს, რომელსაც ზემოთ ცვლის გამოტუტული მთის შავმიწა და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები. რაიონის დასავლეთით და ჩრდილოეთით ჯავახეთის, აბულ-სამსარის და თრიალეთის ქედების კალთებზე სიმაღლებრივი ზონების სახით გავრცელებულია ჯერ ვულკანური მთიანეთის შავმიწისებრი და კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, შემდეგ კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილებში, კლდეებსა და ქვაყრილებს შორის, ლაქებად არის ალპური ზონის პრიმიტიული მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.




მცენარეული საფარი. გავრცელებულია მთის სტეპები და მთის მდელოები. მთის სტეპები რამდენიმე სახისაა, ძირითადია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. რაიონის მთის სტეპებისათვის ტიპიურია მარცვლოვანი და მარცვლოვან-ბალახოვანი დაჯგუფებები, რომელსაც ქმნიან ურო, ვაციწვერა, შვრიელა, კეწეწურა, მდელოს წივანა, ტიმოთელა, სათითური, კურდღლის ბალახა, მაჩიტა, ბაია, ნამიკრეფია, მდელოს თივაქასრა და სხვ. ბუჩქებიდან ხარობს ძეძვი, გრაკლა, ჩიტვაშლა, შავჯაგა. ზედა დონე _ 1800მ-დან 2400-2500მ-მდე განვითრებულია სუბალპური მდელოები, რომელსაც ზოგან სტეპის ელემენტები ურევია. რაიონი ღარიბია ტყეებით. მხოლოდ მდინარე ხრამის ხეობაში სოფელ დაშბაშის ქვემოთაა გავრცელებული ფოთლოვანი ტყე, რომელშიც ჭარბობს წიფელი, ურევია რცხილა, მუხა, ნეკერჩხალი და სხვ.



ცხოველთა სამყარო. რაიონში ბინადრობს: შველი, ტურა, მელა, მგელი; ბევრია მღრღნელი: თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ზაზუნა და სხვ.; იშვიათია შურთხი, მრავლადაა მწყერი (მიმომფრენი), იხვი და სხვ.; მდინარეები, ტბები და წალკის წყალსაცავი მდიდარია თევზით (ხრამულა, მტკვრის წვერა, ქაშაპი, კალმახი, კობრი, და სხვ.)






ძირითადი ლადშაფტები. რაიონი მოქცეულია ძირითადად მთის სტეპებისა და მთა-მდელოს ლანდშაფტების ფარგლებში, სადაც გამოიყოფა მისი შემდეგი სახეები: 1. ლავური პლატო მთის სტეპის მცენარეულობით და შავმიწა ნიადაგებით; 2. მთისწინეთი გასტეპებული მდელო და შავმიწისებრი ნიადაგებით; 3. მთის გასტეპებული სუბალპური მდელო შავმიწისებრი ნიადაგებით; 4. სუბალპური მდელო მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით; 5. ალპური მდელოები, მთის მდელოს მცენარეულობით და პრიმიტიული კორდიან-ტორფიანი ნიდაგებით; 6. საშუალო მთები, შერეული ფოთლოვანი ტყეებით (ჭარბობს წიფელი) და ტყის ყომრალი ნიადგებით.




მოსახლეობა. რაიონში უპირატესად ცხოვრობენ ქართველები; ასევე, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები და სხვ.




სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეკარტოფილეობა, სარძეევ-სახორცე მიმართულების მესაქონლეობა, ტრადიციულია_სამატყლე მეცხვარეობა. მემინდვრეობიდან განვითარებულია საშემოდგომო ხორბლის, საგაზაფხულო ქერისა და შვრიის მოყვანა.




მრეწველობა. წამყვანია ელექტროენერგეტიკა. Mმდინარე ხრამის  ხეობაში ქ. წალკასა და სოფელი არახლოს (ბოლნისის რაიონი) შორის (რომელთა შორის სიმაღლეთა სხვაობა 1000მ-ს აღემატება). შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში, არის აგრეთვე მცირე სიმძლავრის დაშბაშჰესი. ქ. წალკაში არის ყველ-კარაქის ქარხანა (შვეიცარული ყველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოო რესპუბლიკაში)




ტრანსპორტი. რაიონის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები: თბილისი-მანგლისი-წალკა-ბოგდანოვკა და მარნეული-თეთრიწყარო-თრიალეთი-წალკა. Aადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 200კმ.



კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის სკოლები, ბაგა-ბაღები, სამუსიკო და სპორტული სკოლები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა.




ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ბეშთაშენის წმ. Gგიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.






დმანისი

                                 დმანისის ღირსშესანიშნაობები






                            
                            
                           


                                   დმანისი  


დმანისის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთის მთიანეთში. დმანისის რაიონი 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში, 1917-1930-მდე_ტფილისის მაზრაში, 1930—წალკის რაიონში, 1933-დან დამოუკიდებელი ადმინისტარციულ-ტერიტორიული რაიონია. დმანისის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით _ თეთრიწყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით _  ბოგდანოვკის რაიონები, სამხრეთით _ სომხეთი. ფართობი _ 1206კმ2. რაიცენტრი _ დაბა დმანისი. დმანისის რაიონში შედის 1 სადაბო (დმანისი) და 12 სასოფლო საბჭო (ამამლო, განთიადი, გომარეთი, დიდი დმანისი, სარკინეთი, ქვემო ოროზმანი, ყარაბულახი, ყიზილქილისა).


  
  ბუნება. რელიეფი. რაიონის დასავლეთის ნაწილი Mმოიცავს ჯავახეთის მერიდიანულ ვულკანურ ქედს, რომელიც აგებულია ახალგაზრდა აფუზიური ქანებით (ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური, დიპარიტ-დაციტური ლავები), ქედის მოვაკებულ, თაღისებურ თხემზე აღმართულია მწვერვალები: დავაკრანი (1820მ), შამბიანი (2867მ), აგრიკარი (2976მ), ემოქლი (3054მ). აღმოსავლეთის დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით. რომლის შუა ნაწილი უჭირავს ვულკანურ პლატოებს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საფეხურისებრ დაბლდება და იტოტება. Oოროგრაფიულად გამოიყოფა ჭოჭიანის (1500-1600მ), გომარეთის (1200-1450მ) და დმანისის (1300-1500მ) პლატოები. ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნულია კვირიკეთისა და ლუკუნის მთებით. პლატოები ძირითადად აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული ლავებით. რომლის აღმოსავლეთ ნაწილი მოიცავს კრისტალურ Qქანებში გამომუშავებულ მთის მასივებს. მათ შორის აღსანიაშნავია პალეოზური გრანიტოიდებით აგებული კვირიკეს მთა (1743მ) და მის სამხრეთით აზიდული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული ლუკუნის მთა (1900მ). ეს მთები რადიალურად არის დასერილი მდინარეების ხრამისა და მაშავერის შენაკადთა ხევ-ხეობებით. რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს ლოქის ქედის ჩრდილოეთის კალთის ეროზიულ შტოქედებს და მათ შორის მოქცეულ ხეობებს. Mმათ აგებულებაში ჭარბობს შუაეოცენური ვულკანოგენური წყებები, რომლებსაც აღმოსავლეთ იურიული (პორფირიტული) და ცარცული (კარბონატული) ქანები ენაცვლება. ლოქის ქედი ლუკუნის მთისგან გამოჯნულია მაშავერის ლავური ნაკადით.
          


ჰავა. რაიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში (ჯავახეთის ქედზე) _ 3ºჩ, აღმოსავლეთში _ 12ºჩ, იანვარის საშუალო  _ (-)10ºჩ, -2ºჩ, ივლისის საშუალო ­_ 13-23ºჩ. აბსოლიტური მაქსიმალური _ 30ºჩ. ნალექები _ 650-1000მმ წლიური ნალექების მაქსიმალური მაისშია, მინიმალური _ დეკემბერში. ზაფხულის თვეებში ხშირია ელჭექების ხასიათის წვიმა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს სეტყვა. თოვლის საფარის ხანგრძლივობა სიმაღლის ზონების შესაბამისად 2-4 თვე გრძელდება.


  შიგა წყლები. რაიონის ჩრდილოეთის ნაწილი მიედინება მდ. ხრამი და მისი შენაკადები: ფინეზაურო, შაჰმარლო და სხვ. მდინარეთა უმეტესობა პატარაა, მთის ტიპის; მიედინება ლავებში ჩაჭრილ კანიონისებრ ხეობებში. მდინარეები უმთავრესად საზრდოობენ წვიმის წყლით, აგრეთვე თოვლის ნადნობი წყლითაA და ლავებში გამომდინარე დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა ზამთარში. რაიონში მცირე ზომის ვულკანური ტბებია, მათ შორის აღსანიშნავია ოროზმანის ტბა, სარკინეთ-გომარეთისა და კამარლოს მიდამოების ტბები. სოფლების ველისპირსა და ირგანის მიდამოებში არის ჭაობები.




  ნიადაგები. რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი, შუა ნაწილში, პლატოებზე, განვითარებულია მთის შავმიწა ნიადაგი, მიმდებარე ქედების კალთებზე_მთის მდელოს შვმიწისებრი კორდიანი (ქვემო ნაწილი) და კორდიან-ტორფიანი (შუა ნაწილი), ხოლო თხემებსა და მწვერვალებზე ალპური ზონის მცირე სისქის პრიმიტიული ნიადაგი. ზემო აღნიშნულის გარდა ზოგან გვხვდება ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ, ნესტიანი მდელოსა და დაჭაობებულ ნიადაგებზე (ტბების პირას და ნატბეურ ტაფობებზე).



მცენარეული საფარი. რაიონში 1200-ზე მეტი სახეობის მცენარეა. ისინი ქმნიან კარგად გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. აღმოსავლეთ ნაწილი მთის შერეულ ტყეებს უჭირავს, რომელშიც აღმოსავლეთის წიფელია გაბატონებული ძნელად მისადგომ უბნებში _ შემორჩენილია ნეკერჩხლის, ცირცელის, ტირიფის, მუხის მცირე, დაკნინებული დერივატები, ტყის ადგილას ამჟამად მთის სტეპის ბალახეულობაა, სადაც ნაირბალოხოვანი მცენარეულობა ჭარბობს. 2000-2500მ სიმაღლეზე სუბალპური მდელოებია სტეპის ელემენტებით, სადაც ფართოდაა გავრცელებული ჩაღანდრი, კეწეწურა, ოქროშვრია., მთის ტიმოთელა, ვაციწვერა, მთის ბაია, მთის ბარისპირა და სხვ. 2500მ-ზე მაღლა ალპური მდელოებია, რომლებზეც იზრდება ცხვრის წივანა, ძიგვა, ისლი, ისლურა, ესპარცეტი, სამყურა და სხვ. ტბისპირებთან წყლის მცენარეებია,კანიონის ფერდობებზე _ კლდის ქსეროფიტები.


ცხოველთა სამყარო. რაიონში გავრცელებულია შველი, გარეული ღორი, დათვი, მგელი, ციყვი და სხვ. ბევრია მღრღნელი და ფრინველი, მდინარეებში_თევზი, მათ შორის კალმახი.



                                                                                             


ნუ გაანადგურებ ცხოველებს






ძირითადი ლანდშაფტები: 1. საშულმთის მთა-ხეობები წიფლნარ-მუხნარით და ტყის ყომრალი ნიადაგები; 2. ლავური პლატოები მთის სტეპის მცენარეულობითა და მთის შავმიწა ნიადაგებით; 3. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწისებრი ნიადაგით; 4. ალპური მდელოები ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით; 5. ტბისპირა და ნატბეური ჭაობები; 6. კანიონისებრი ხეობები ჩამორეცხილი ნიადაგით, კედლის ქსეროფიტული მცენარეულობით.



სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: სარძევე მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა (გავრცელებულია ქართული ჯიშის რუხი ფუტკარი).


მრეწველობა. რაიონის ენერგეტიკული ბაზაა დმანისის ჰესი მდ. მაშავერაზე. წამყვანი დარგია კვების მრეწველობა (ყველ-კარაქის წარმოება). რაიონში არის ხე-ტყის სახერხი წვრილი საწარმოები, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი და სასოფლო-სამერნეო მანქანების შემკეთებელი ქარხანა.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. უახლოესი რკინიგზის სადგური კაზრეთი_დმანისიდან 30კმ-ზეა.


კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის სკოლები, სამუსიკო სასწავლებლები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და სხვ.
დმანისის რაიონში ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ამამლოს (XIIს.), ბახჩალარის (XIს.), ბოსლების (XIIIს.), ამბარლოს (1032წ.), ამაღლების (VII-VIIIსს.) და წმინდა დემეტრეს (X-XIსს.), განთიადის (ყალამშა X-XIსს.), დიდი გომარეთის (შუა საუკ.), ზემო ოროზმანის (XII-XIIსს.), ზემო ყარაბულახის (X-XIსს.), კაკლიანის ღვთის. (XIს.) ეკლესიები, დიდი გომარეთის მიდამოებში _ მონასტერი “ლამაზი საყდარი”(XIIIს.), დმანისის (ბაშკიჩეთის) შუა საუკუნეების ქარვასლა და ეკლესიები, დმანისის ნაქალაქარი (VII-XIIIსს.) და სხვ.