четверг, 17 января 2013 г.

მანგლისი




მანგლისი — დაბა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეალგეთის მარცხენა ნაპირზე. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში; მანგლისი ერთ-ერთი იყო იმ 18 სამთავროდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს არაბებთან.მანგლისსა და მანგლისის ხეობაში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება შემდეგ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია:აღმოსავლეთით - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, დასავლეთით - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთია, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს (რუსЖёлтая гора),სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, ჩრდილოეთით კი - დიდგორის ქედი. მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე.მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება1795წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. 1824 წლისთვის მანგლისში იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.



ეტიმოლოგია

სიტყვა მანგლისის ეტიმოლოგია ბოლომდე გაურკვეველია. ხალხურმა გადმოცემამ შემოინახა მანგლისის სახელის წარმოშობის 2 ვერსია - პირველი გადმოცემების თანახმად მანგლისთან მყოფ სოფელ კველთაში მანგლებს (თანამედროვე ქართულით ნამგლებს) ამზადებნდნენ, რის გამოც ახლოს მყოფ დასახლებას მანგლისი დაარქვეს; მეორე გადმოცემის თანახმად ადგილს მანგლისი ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის - მანგლისის სიონის მშენებლის - ვინმე მანგლის საპატივსაცეოდ დაარქვეს. პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის აზრით სიტყვა მანგლისი მოდის სიტყვა ნამგალისგან. მისი ვარაუდით, სიტყვის ისტორია ამგვარად გამოიყურება - ნამგალი-ის-ი – ნამგლ-ის-ი – მანგალ-ის-ი – მანგლ-ის-ი. მისივე მოსაზრებით:

„ვითომდა ბერძნული „მონე ეკლეზიადან“ წარმომდგარი სახელწოდების ვერსია სრულად მიუღებეია.

პროფესორი ზვიად ჭუმბურიძე ასევე ემხრობა ლეონ მელიქსეთ-ბეგის ვარაუდს. იგი წერს:

„სახელწოდება ნაწარმოებია -ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. მანგლ არის შეკუმშული ფორმა მანგალ ანუ ნამგალ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად მარცვალი-მარცვლის, სარდალი-სარდლის და სხვ.). მანგალ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესაც იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში „მ“ და „ნ“ ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ „ნამგალი“.“
არსებობს ქალაქის სახელწოდების წარმოშობის სხვა ვერსიაც. აკადემიკოსი ნ. ჭუმბურიძე აღნიშნავს:

„იყო ალგტომი, აქედან, ერთი მხრით მივიღეთ ალგეთ-ი, მეორე მხრით – ალგ-ის-ი, მ-ალგ-ისი, მან-გლისი..ე.ი. ალგეთი დარჩა ქვეყნის სახელად („ალგეთის ლეკვები“), ხოლო მანგლისი - პუნქტის სახელად და ამავე დროს ქვეყნის სახელადაც (მანჯა-ლის)"

მოსახლეობა



მანგლისი საინტერესო დასახლებაა ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სხვადასხვა დროში აქ ქართველების გარდა ცხოვრობდნენ სომხები, ოსები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგების მიხედვით, მანგლისის სადაბო საკრებულოში 2.752 ადამიანი ცხოვრობს.
მანგლისის განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობის გამო, ხშირი იყო დასახლებაზე თავდასხმა, რის გამოც ხშირად მანგლისის ტერიტორია დაუსახლებელი რჩებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დასახლება გაქრა და ეს ტერიტორია თურქმენული ტომების საძოვრებს წარმოადგენდა. მანგლისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთიდანაა ჩამოსახლებული.მთებიდან მანგლისში ძირითადად მთიულები (XIII საუკუნიდან), გუდამაყრელები და ფშაველებისახლდებოდნენ. ლევან ბოჭორიშვილი მანგლისის ტერიტორიაზე მთიულთა ჩამოსახლების ორ ნაკადს გამოყოფს: — „მორეკელები“, ანუ ბატონების მიერ ჩამოსახლებულები და საკუთარი ნებით დასახლებულნი.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მანგლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომრავლდა რაჭიდან და იმერეთიდან გადმოსახლებული ხალხი. XIX საუკუნიდან მოყოლებული, მანგლისის მნიშვნელოვან ეთნოსს წარმოადგენენ რუსები. რუსული მოსახლეობის დიდი რაოდენობით ჩამოსახლება მანგლისში ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკისა და შემდგომში საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზის განთავსებამ გამოიწვია. მოგვიანებით, 1990-იანი წლების კრიზის გამო მანგლისის რუსული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში გადაიხიზნა, ხოლო ქართული მოსახლეობა - თბლისში. 1925 წლისთვის მანგლისში 3000 ადამიანი ცხოვრობდა რაც 612 კომლს შეადგენდა. მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ რუსები შეადგენდნენ. 1970 წლის აღწერით მანგლისს 6 ათასი მოსახლე ჰყავდა, რმელთა 75% ქართველი იყო, 12 % რუსი, 8 % ბერძენი, 3 % სომეხი და 2 % სხვა ეროვნების წარმომადგენელი (ებრაელები, აზერბაიჯანელები, ქურთები). 1999 წლისთვის მანგლისის მოსახლეობა 4300 ადამიანს შეადგენდა - 64 % ქართველები, 14% - ბერძნები, 12 % - სომხები, ხოლო 4 % - სხვა ეროვნების ხალხი. მანგლისის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობაც მრავალფეროვანი იყო.ქართველების, რუსებისა და ბერძნების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, პოლონეთის აჯანყებების შედეგად ჩამოსახლებული პოლონელები  კათოლიკები, ხოლო სომხები - გრიგორიანელი ქრისტიანები. ცხოვრობდნენ ასევე იუდაიზმის მიმდევარი ებრაელები და მუსულმანები.


ისტორია


ადრეული ხანა 

მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ძეგლების გამოკვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლეონ მელიქსეთ-ბეგს. მისი გამოკვლეულია ბედენის პლატოზე აღმოჩენილი შუაბრინჯაოს ხანის ყორღანები. ამ ყორღანებში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლო ძეგლები. ძეგლთა დიდი ნაწილი მშრალი, ე.წ. ციკლოპური წყობით არის აგებული. აღმოჩენილია ასევე ბრინჯაოს ხანის საფლავები „მადნის ჭალაშიც“. მოსახლეობა საცხოვრებლად იყენებდა უძველეს ნაგებობებს - ე.წ. ლოდოვნებს. მანგლისის მახლობელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის მონეტებიც, რომლებზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახულნი. ამ პერიოდში მანგლისის ტერიტორიაზე ორი სოფელი არსებობდა - ზემო და ქვემო ოძისი. მანგლისის ნეკროპოლში ასევე აღმოჩენილია ჩ.წ.-მდე IV საუკუნის სამაჯური. არქეოლოგიურ გამოკვვლევაში მონაწილე პროფესორი ლეონ მელიქსეთ-ბეგი წერდა:
ვიკიციტატა„ზვემო ოძისის ადგილას არავითარ ძველ ნაშთს მოუღწევია ჩვენამდე; ზემო ოძისში კი ერთი საკმაოდ დიდი გვირაბის დანარჩომი და ყოფილი სოფლის სახლების კვალი ეტყობა. გარდა ამისა, სოფელ მოხისისკენ მიმავალი გზის პირად ახლაც არსებობს ერთი ნიში ხატით, ხოლო მის ქვემოთ, დიდი პლაცისა და მოხისის გზას შორის, ძველი სასაფლაოა, სადაც გარკვევით რამდენიმე აკლდამა ემჩნევა, რომელთაგან ზოგიერთი გათხრილ იქნა ჩემ მიერ წარსულ წელ და მათში აღმოჩენილი საგნები ჩამოტანილი ტფილისში.“

ამგვარი სასაფლაოები აღმოჩნდა ქვემო ჭალის გზაზე, რომლებიც თავიდან ალექსანდრე გრენმა გათხარა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი – ლეონ მელიქსეთ ბეგმა.


ბუნებრივი რესურსები


მდინარეები



მანგლისი მდებარეობს მდინარე ალგეთის მახლობლად. მდინარის სრული სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვსთრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფ. ტბისიდან - ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდ. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფ. ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს - თოვლის, 30%-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1% ზაფხულზე - 32,4%, ზამთარში - 11,6%, შემოდგომაზე - 7,9%.
გარდა მდინარე ალგეთისა მანგლისის ხევებში არსებობს რამდენიმე მცირე ზომის მდინარე, თუმცა ისინი ძირითადად წვიმის შემდეგ ჩნდებიან. ხშირია მეწყრები ე.წ. „პალანას დასახლების“ გზაზე, რის გამოც ამ გზაზე ასფალტირებული გზის დაგება ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთ-ერთმა ამგვარმა მეწყერმა გამოიწვია მამა არსენის გამოქვაბულიდან გამავალი საიდუმლო გვირაბის ჩამონგრევა.
მანგლისი-თონეთის გზაზე მიედინება მდინარე მუხურა, რომელზეც 1851 წელს აშენებულია ე.წ. „მუხრანის ხიდი“.



წყაროები


მანგლისი გამოირჩევა მცირე წყაროთა სიმრავლით. წყაროთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა წყალუხვად 2 წყარო ითვლება - მანგლისის სიონის გვერდით მდებარე წყარო და 9 ძმის ქუჩაზე მდებარე წყარო . ამავდროულად ხევებსა და მთებზე უამრავი მცირე ზომის წყაროებია. ერთ-ერთი მათგანი ფიჭვის ჭალაში (დიდ როშაში) მდებარეობს. 1990-იან წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ამ ხევს ნაგავსაყრელად იყენებდა, თუმცა 2006 წელს ხევი ნაგვისგან გაიწმინდა და მასში განათება დამონტაჟდა. მანგლისის შემოგარენში ასევე უამრავი წყაროა - საკმაოდ წყალუხვია მამა არსენის გამოქვაბულთან არსებული წყარო. ბევრი წყაროა ე.წ. პალანის დასახლებაში და დასახლებასთან მიმავალ გზაზე. არსებობდა ასევე წყარო სოფელ ბუდიონოვკაში, ეკლესიის გვერდით, თუმცა ეს წყარო დაშრა.

მანგლისის სიონი

пятница, 23 декабря 2011 г.

რუსთავი



                                                                                       




                                                                               რუსთავი






ქალაქი რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი ახალი და ამავე დროს უძველესი ქალაქია. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაოს (ძვ.წ.აღ-ის II ათასწლეილის I ნახევარი) ხანიდან ცხოვრობდა. იგი უფრო ინტენსიურად იყო ათვისებული გვიანიბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან. ამ პერიოდში ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე რამოდენიმე მსხვილი დასახლება გაჩნდა თავის სამაროვნებით. XI ს. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ლეგენდარული ცნობით რუსთავი აუშენებია ქართველების წინაფრის ქართლოსის მეუღლეს. 
იგივე ისტორიული წყაროს მიხედვით რუსთავი ადრეანტიკური პერიოდის ქალაქია. ლეონტი მროველის ლეგენდარული ცნობით რუსთავის ადრეანტიკური ხანის ქალაქობის შესახებ ჯერჯერობით ვერ დასტურდება. რუსთავი ადრეანტიკური ხანის საქალაქო ცხოვრების კვალი მხოლოდ ახ.წ.აღ-ის. IV საუკუნიდან დასტურდება. ამ დროიდან საფუძველი ეყრება საქართველოს შუასაუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ქალაქის მშენებლობას. ამ მოვლენას ყველა ისტორიული წყარო ("ქართლის ცხოვრება”, “მოქცევაი ქართლისაი”) აკავშირებს ქართლის მეფის თრდატის რევის ძის სახელთან. მან ააგო, პირველი ეკლესია, მდინარე მტკვრიდან გამოიყბვანა არხი ანუ “რუ”. ქალაქმა რუს სათავეში მდებარეობის გამო მიიღო სახელწოდება “რუსთავი”. IV-V სს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, რის გამოც მას წერილობითი წყაროები “ბოსტან-ქალაქად” ანუ უფლისწულთა ქალაქადაც მოიხსენებს.
V ს. II ნახევარში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმებით რუსთავი მსხვილი საეკლესიო ცენტრი გახდა. აქ იჯდა ეპისკოპოსი, რომელიც “რუსთველის” წოდებას ატარებდა. VI-VIII სს. 
რუსთავში საქალაქო ცხოვრება ყვაოდა. მისი მოსახლეობა 20000 კაცზე მეტს აღწევდა. ქალაქის მშვიდობიან ცხოვრებას ხშირად არღვევდა გარეშე მტრების შემოსევები, თუმცა იგი ყოველთვის ახერხებდა აღდგენას. 735-737 წწ. იგი ააოხრა არაბმა დაპყრობელმა. მერვან-ყრუმ. მორიგი უბედურება რუსთავს XI ს. დაატყდა. ამჯერად იგი თურქ-სელჩუქთა შემოსევის შედეგად დაინგრა. თურქ-სელჩუქთა ბატონობისგან 1115 წ. რუსთავი დავით აღმაშენებლის თანამოსაყრემ მწიგნობართუხუცესმა Gიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა. ამიერიდან რუსთავი სამეფო ქალაქი ხდება. XII-XIII სს., თამარ მეფის ეპოქაში, ე.წ. საქართველოს “ოქროს ხანაში”, რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსთავი მნიშვნელოვან სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა და ჩართული იყო მახლობელი არმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაQჭრო გზების ქსელში. ამავე დროს იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გაიზარდა. არსებობს მოსაზრება, რომ XII ს. გენიალური პოეტი “ვეფხისტყაოსანის” ავტორი შოთა რუსთაველი წარმომავლობით კახეთის ქალაქ რუსთავიდანაა. 1265წ. მონღოლ ბერქა-ყაენის გამანადგურებელ ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქი პატარა დასახლებათ გადაიქცა. XIV-XVII ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეინიშნავდა. XVII-XVIII სს. მიჯნაზე კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა სცადეს ქალაქის აღორძინება, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროიდან რუსთავის ციხეებშიც წყდება ცხოვრება. 



XX ს. ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. ნაქალაქარის ვრცელი ტერიტორია უკაცრიელ სტეპს წარმოადგენდა. 1944 წ. ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მიშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წ. 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო. თანამედროვე ქალაქი რუსთავი სიდიდით საქართველოს მესამე ქალაქია. იგი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიული ცენტრია: აქ ფუნქციონირებს 90-მდე დიდი და საშუალო წარმოება, მათ შორის ისეთი გიგანტებ, როგორიცაა მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს.ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. ამავე დროს ღუსტავი განათლების და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. ქალაქში ფუნქციონირებს რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, თეატრი, სამხატვრო სკოლა, ფოლკლორული ანსამბლები, მატ შორის მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი “რუსთავი”, მწერალთა და მხატვართა კავშირები., ტელეკომპანია და სხვა. ქალაქში ყოველ მეორე წელიწადს ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ ოქროს ნიღაბი”, ყოველწლიურად შემოდგომის თბილ დღეებში იმართება სახალხო ზეიმი “რუსთავქალაქობა”.
ალაქი წერილობით წყაროებში იგი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენება: ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, ნაგები. რუსთავი შედგება ორო ძირითადი ნაწილისაგან: ციტადელისა და ქალაქისაგან. რუსთავი IV-XII სს. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, რელიგიური და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ორ დიდ სავაჭრო-საქარავანო გზათა შესაყარზე. IVს. რუსთავი საუფლისწულო ქალაქია, სადაც V ს. დაარსდა საეპისკოპოსო ცენტრი. გათხრების შედაგად გაირკვა, რომ რუსთავის ციხეს სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე ჰქონია: ოთხკუთხა კოშკებით (IV-VIII სს.) შიდა ზღუდე, ნახევარწრიული კოშკებით (IX -XI) და გარე ზღუდე, გვირაბიანი კარიბჭით (XII-XIII). ქალაქის განადგურება და ზღუდეთა განახლება უკავშირდება არაბების, თურქ-სელჯუკების და მონღოლთა შემოსევებს. ადრეულ შუა საუკუნეების (IV - VIII) სასახლეთა ნაშთები გაითხარა ციხეზე - საერო წარჩინებული პირის კუთვნილი და ნაქალაქარზე - რუსთავის ეპისკოპოის რეზიდენცია. ციხეზე გაითხრა მეორე სასახლეც, რომელიც აშენდა მეორე ზღუდესთან ერთად და ფუნქციონირებდა IX-XIII სს. XII ს. იგი გადაკეთდა, შეიცვალა გეგმაც და დაემატა კარის აბანო, რომელიც ორ ზრუდეს შორისაა მოქცეული. 
XII-XIII სს. ორსართულიანი სასახლე უნიკალლურ საერო ნაგებობას წარმოადგენს. ნანგრევბში აღმოჩნდა მოხატული კედლის ნარღვევები, გორელიეფის ადამიანის გამოსახულებით, ამოკვეთილი ორნამენტით შექმული ბათქაშები, ფიგურული კარნიზები, ვიტრაჟები _ მრავალფერადი, ორნამენტიანი სარკმლის მინა ალებასტრის ჩარჩოებით. რუსთავში გამოვლენიალია რიგითი მოქალაქეების რიყის ქვით ნაგები წრიული და ოთხკუთხა საწხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, შესაბამისი ინვენტარით. ნაქალაქარზე გაითხარა IV-VI, VI-VIII და XI-XIII სს. სამაროვნები მდიდარი ინვენტარით. გვხდება ორსამარხები, ქვისსამარხები, თიხისა და ქვის სარკოფაგები.  რუსთავში ხელოსნების მრავალი დარგი ჩანს განვითარებული: კერამიკული, მინის, ლითონის, საფეიქრო, ძვლის, ქვის, ხის და სხვ. ამის დამადასტურებელია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა - ჭურჭელი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, სამკაული, ქსოვილის ნაშთები და სხვა,: აგრეთვე წუნი ნაწარმისა, ნახევარფაბრიკატების, წარმოების ნაშთების აღმოჩენა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნაქალაქარზე გათხრილი სახელოსნო უბანი - IX-X სს. სამეთუნეო ქურები. რუსთავში დაგროვდა მდიდარი იმპორტული და ნუმიზმატიკური მასალა.   აღმოჩენილია სს. 1000-ზე მეტი მონეტა, უმრავლესობა ქართველ მეფეთა მიერაა მოჭრილი; გვაქვს ბიზანტიური, ქიფური, ილდეგიზიდური, დარუბანდის ამირის და მონღოლური მონეტები, რაც ქალაქ რუსთავის ინტენსიურ საქალაქო ცხოვრებასა და გარე სამყაროსთან ცხოველ ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს. რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1256 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. ცხოვრების სუსტი კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეიმჩნევა.

მარნეული

      მარნეულის ღირსშესანიშნობები
                                                                          




                                                


                                    მარნეული






მარნეულის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია. 1929 თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930-დან ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში 1947-დან მარნეულის რაიონია. მარნეულის რაიონს  დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის, ჩრდილოეთით _ თეთრიწყაროს და გარდაბნის, აღმოსავლეთით _ გარდაბნის რაიონები, სამხრეთით _ აზერბაიჯანის Dდა სომხეთის. ფართობი _ 955,2კმ2.  რაიცენტრი _ ქ. Mმარნეული. რაიონში შედის 1 საქალაქო (მარნეული), 1 სადაბო (შაუმიანი) და 14 სასოფლო  საბჭო (ალგეთი, ახქერფი, თამარისი, კასუმლო, ორჯონიკიძე, ოფრეთი, სადახლო, ქაფანახჩი, ქურთლარი, ყაჩაღანი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, შულავერი, ხოჯორნი); 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.





ბუნება. რელიეფი. რაიონის ცენტრის უდიდესი (ცენტრალური) ნაწილი უჭირავს მარნეულის აკუმულაციურ ვაკეს, რომლის სიმაღლეა 270-400მ. ვაკე აგებულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით _ კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. Mმდინარეთა გასწვრივ თანამედროვე ალუვიონია _ კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკეზე არის აგრეთვე ჯავახეთის ზეგნიდან ჩამოსული. Lლავური ღვარის დამარხული ბოლო და აფშერონული და ბაქოური დროის თიხნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია დასერილია მდინარეების ალგეთის, ხრამისა და დებედის ხეობებში. ზოგან თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფოზოური ძაბრები, ჭები და ბუნებრივი ხიდები. რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია იაღლუჯის მაღლობს, რომლის სიგრძე 17კმ, სიგანე _ 10-11კმ, შეფარდებითი სიმაღლე_300-400მ მიოპლიოცენური კონგლომერატებისა და თიხოვანი ქვიშაქვების წყებებით. მაღლობი ჩრდილოეთ მხარეს ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს. Mმის სამხრეთითKკი მშრალი ხევებით დასერილი ვაკეა. მშრალი ხევებითა და ღარტაფებითაა დაღარული აგრეთვე იაღლუჯი მაღლობის სამხრეთის Dდა აღმოსავლეთის კალთები. მარნეულის რაიონის ტერიტორიის სამხრეთ Mმონაკვეთში ლოქის ქედი და ბაბაკარის სერია. რაიონის ფარგლებშია ლოქის ქედის ჩრდილოეთისKკალთის ნაწილი (მდინარე შულავრის აუზი). Qქედის აბსოლიტური სიმაღლე აქ 1400მ არ აღემატება.  აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და პორფირიტებით. დაბალმთიანი რელიეფი დანაწევრებულია მდინარე შულავრის შენაკადების ხეობებით. მდინარე დებედის აღმოსავლეთი განედურადაა გაწოლილი ასევე ცარცული კირქვებითა და ვულკანოგენური წარმონაქმნებით აგებული ბაბაკარის სერი, რომლის ციცაბო სამხრეთ კალთა ძლიერ დასერილია, ზოგან ტიპური ბედლენდებია. Mმარნეულის რაიონის მნიშვნელოვანი წიაღისეულია სადახლოს მარმარილო.




ჰავა. მარნეულის რაიონი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში და რელიეფის შესატყვისად ახასიათებს  ჰავის ზონალურობა: ტერიტორიის უდიდეს ნაწილში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12ºჩ, იანვარში _ 0º_0,3º, ივლისში _ 23,9ºჩ, აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა _ 25ºჩ, აბსოლიტური მაქსიმალური კი _ 40ºჩ. ნალექები 490-500მმ წელიწადში. Nნალექები  მაქსიმალური მაისშია, მინიმალური _ დეკემბერში. იაღლუჯის მაღლობზე, აგრეთვე ლოქის ქედსა და ბაბაკარის სერზე ჰავა რამდენადმე განსხვავებული _ ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია; იცის ცხელი ზაფხული. Lლოქის ქედის კალთის მცირე მონაკვეთზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.





შიგა წყლები. მარნეულის რაიონი მდიდარია მდინარეებით, გარდა მდინარე მტკვრისა, რომელიც რაიონს აღმოსავლეთის საზღვარზე ჩამოუდის, მდინარე ხრამი. აქ იგი აჩენს კლაკნილებს, კუნძულებს, “ნარიონალებს”. წყალუხვია ხრამის მარჯვენა შენაკადი დებედა, რომელიც უკიდურესი ქვემო დინებით მიეკუთვნება მარნეულის რაიონს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდინარე ალგეთი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხენა შენაკადი). მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში, მდინარეები გამოყენებულია სარწყავად.





ნიადაგები. მარნეულის რაიონის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად. ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები უფრო მეტად მდინარეების ალგეთისა და მტკვრის წყალშუეთშია, სხვაგან კი წაბლა და მუქი წაბლა ნიადაგებია მდინარეების ხრამისა და მტკვრის სანაპიროებზე განვითარებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის მაღლობზე აგრეთვე საშუალო და მცირე სისქის წაბლა ნიადაგებია, რომელიც ზოგან სუსტად დამლაშებული და ბიცობია. ლოქის ქედისა და ბაბაკარის სერზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია გაბატონებული. ლოქის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგი.





მცენარეული საფარი. რაიონის ვაკე ადგილებსა და იაღლუჯის მაღლობზე გავრცელებულია უროიანი სტეპი და ნახევრაუდაბნოს მცენარეულობა. აქ გვხვდება როგორც საკუთრივ უროიანი, ისე უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები. ბალახოვანი მცენარეებიდან უმეტესად ხარობს: ურო, ვაციწვერა, წივანა, კუტიბალახი, წიწმატა-სელი, მინდვრისნემსა, იონჯა, ურცი, ესპარცეტი და სხვა. ნახევარუდაბნოსათვის დამახასიათებელია ავშანი, ყარღანი, ხვარხვარა. ჯაგეკლიანებში ძირითადია ძეძვი. მასთან ერთად ვხვდებით გრაკლას, კვრინჩხს, შავჯაგას და სხვა. ბაბაკარის სერისა და ლოქის ქედის მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგრცხილა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, კვრინჩხი. იაღლუჯის  მაღლობზე და მთისწინეთში იზრდება აკაკი და საკმლის ხე. მთის ტყეებში _ ლოქის ქედზე, ნაწილობრივ, ბაბაკარის სერზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი. Yყველაზე მაღალ ადგილებში _ წიფლნარი. მთავარი  მდინარეების ნაპირებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები: ხვალო, ოფი, წნორი, ჭალის მუხა, თელა, თუთა, უხვადაა მხვიარა მცენარეებ: კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვა. Qქვეტყეში არის ქაცვი, კუნელი, იალღუნი და სხვა.





ცხოველთა სამყარო. მარნეულის  რაიონში გავრცელებულია როგორც მთის ტყის, ისე სტეპისათვის დამახასიათებელი ფაუნა. მთის ტყეებში ბინადრობს მგელი, თერთყელა კვერნა, დედოფალა, გარეული ღორი, მაჩვი; ყველგან არის მელა, ტურა, კურდღელი, ლელიანის კატა. ფრინველთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვეულებრივი ხოხობი, მწყერი, კაკაბი და სხვ. მდინარეებში ბევრია ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა., ფრიტა, თაღლითა, გველანა, კასპიის სალამურა, ჭანარი, კასპიის შამაია, ლოქო და სხვ. Bბევრია ქვეწარმავალი.








ძირითადი ლანდშაფტები. Mმარნეულის რაიონში მშრალი სუპტროპიკული ვაკისა და ზომიერ ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები: 1. Mმშრალი სტეპური და ნახევარუდაბნო ვაკე, წაბლა და დამლაშებულ-ბიცობიანი ნიადაგები., 2. სტეპური მაღლობი უროიანი და ჯაგეკლიანი მცენარეულობით, წაბლა ნიადაგების კომპლექსზე, 3. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და მდელო-ბუჩქნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 5. საშუალო მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე, 6. ჭალის ტყის (ტუგაის) ლადშაფტი.





სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობა ინტენსიური ხასიათისაა, რასაც ხელს უწყობს დასამუშავებლად ვარგისი ვრცელი ფართობები, ნოყიერი ნიადაგები და ხელოვნური რწყვის ფართოდ გამოყენება. წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა.
დამუშავებული მიწები ძირითადად მარნეულის ვაკეზეა და ირწყვის მდინარეების ხრამის, დებედის, ალგეთის და მათი შენაკადების წყლით. რაიონი დიდ როლს ასრულებს თბილისის და რუსთავის მოსახლეობის ბოსტნეულით, საადრეო კარტოფილით, რძითა და სხვა პროდუქტებით მომარაგებაში. უკანასკნელ ხანებში იზრდება მევენახეობის როლი.
მარნეულის რაიონის მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშენი ქვის (ბაზალტის, კირქვების) მარმარილოსა და ინერტული მასალების მოპოვებას. რაიონში მზადდება რკინა-ბეტონის ნაკეთობები და საშენი დეტალები. განვითარებულია კვვების მრეწველობა. ყულარში, თამარისსა და ალგეთში არის ღვინის, მარნეულში ყველ-კარაქის ქარხნები; მარნეულშია ხორცკომბინატი და საკონსერვო წარმოება, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის საცდელ-ექსპერიმენტალური სასურსათო კომბინატი, საწარმოო გაერთიანება “საქარამადნეული”. მსუბუქი მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ქეჩის ფაბრიკა და მატყლის სარეცხი საწარმო შულავერში. ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულს ამუშავებს შულავრის მეურნ. ქარხანა.





ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი. მარნეულიდან გაყვანილია რკინიგზის ტოტი დაბა კაზრეთამდე. რაიცენტრი საავტომობილო გზატკეცილებით დაკავშირებულია თბილისთან და მეზობელ რაიონებთან, აგრეთვე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. Aავტოტრანსპორტი დიდ როლს ასრულებს შიგარაიონული და რაიონთაშორისი ტვირთების გადაზიდვაში. არსებობს სატელეფონო კავშირი პერიფერიებიდან რაიცენტრთან.




კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის ზოგადსაგანმანათლებლო  საშუალო, არასრული და დაწყებითი, საღამოს სკოლები. სამუსიკო სკოლა, საბავშვო ბაგები და ბაღები, კინოთეატრი, ტელეგადაცემებს ღებულობენ თბილისიდან. Mმოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, დისპანსერი, ამბულ-პოლიკლინიკა, საფერშლო_სამეანო პუნქტები.





ისტორიული ძეგლებია: ახქერფის(ხუჯაბის) სამონასტრო კომპლექსი (XIIIს.), რულის (ოფრეთის) ნაქალაქარი (XVIIს.), წოფის ეკლესია (ადრინდელი შუა საუკუნეები), ქალაფის მონასტრის ეკლესია (XIIIს.) და სხვა ნაგებობანი. Bბინაძორისა და შაუმიანის სამონასტრო კომპლექსები  (დაახლოებით XII-XIII სს.), ხოჟორნის სამონასტრო კომპლექსი (ადრინდელი შუა საუკუნეები) და სხვ.





წალკა


          ქვემო ქართლის ღირსშესანიშნობები
                                                                                 



                                                                წალკა




  წალკის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. 1917-მდე წალკის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1921-დან ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია, 1963-64 შედიოდა თეთრიწყაროს რაიონში, 1965-დან კვლავ გამოიყო ცალკე რაიონად. აღმოსავლეთით ესაზღვრება თეთრიწყაროს, დასავლეთით_ახალქალაქის, ჩრდილოეთით _ ბორჯომის, გორის და კასპის, სამხრეთით_ბოგდანოვკის და დმანისის რაიონები. ფართობი _ 1050კმ2. რაიცენტრი _ წალკა. რაიონში 1 საქალაქო (წალკა), 2 სადაბო (ბედიანი, თრიალეთი) და 8 სოფლის საბჭო (ავრანლო, არჯევან-სარვანი, ბაშქოი, ბეშთაშენი, ედიქილისი, კუშჩი, წინწყარო, ხაჩკოი).




ბუნება. რელიეფი. რაიონის ტერიტორია შეხამებულია ნაირგვარი ფორმებით: მაღალი ქედები. მთები, ვულკანური კონუსები და მთის ქვაბულები, ვაკეები, კანიონისებრი ხეობები და სხვ. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: სამსარის (აბულ-სამსარის) მერიდიანული ვულკანური ქედი, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ასაკის ეფუზიური ქანებით, სხვადასხვა შედგენილობის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით. რომლის ფარგლებში შემოდის ქედის თხემი და აღმოსავლეთი კალთა (მთები თავკვეთილი_2583მ, შავნაბადა_2930მ, სამსარი_3285მ და სხვ.) რაიონის ტერიტორიაზეა ჯავახეთის მერიდიანული საშუალ- და მაღალმთიანი ვულკანური ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი მთა ჭიქიანის ჩრდილოეთით, რომელზეც აღმართულია ვულკანური მწვერვალები: დალიდალო(2661მ), ბიქეთი(2277მ), ჭოჭიანი(2417მ) და სხვ. ყველაზე დაბალ ადგილზე კი მდებარეობს თიქმათაშის უღელტეხილი(2178მ). დიდი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე წალკის ქვაბული (პლატო), რომელიც შემოფარგლულია თრიალეთის(ჩრდილოეთი), სამსარის(დასავლეთი) და ჯავახეთის ქედებით. იგი ზედა დონე _ 1500-1800მ-ის ფარგლებში ვრცელდება და იყოფა პატარა ქვაბულებად. აქ ვყელაზე დიდია ბეშთაშენის ქვაბული, რომელიც გამოიყენება წალკის წყალსაცავად. ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას მდებარეობს ჭოჭიანის პლატო-ქვაბული. რაიონის ჩრდილლოეთი ნაწილი უკავია უმთავრესად თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთას, რომელიც დანაწევრებულია მდინარეების: ბეშთაშენის წყლის, გუმბათის(ხრამის აუზი) და მათი მრავალი შენაკადის ხეობებით. რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია _ კანიონისებრი ხეობები (ავრანლოს კანიონი და სხვ.)





ჰავა. რაიონი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან წინა აზიის მთიანეთის მშრალ სუბროპიკულზე გარდამავალ ჰავის ოლქში. საშუალო წლიური ტემპერატურა 6˚ჩ, აბსოლიტური მინიმალური _ (-)34˚ჩ, აბსოლიტური მაქსიმალური _33˚ჩ. საშუალო წელიწადში 600-740 ნალექი მოდის(წალკა-740მმ, კუშჩი-600მმ). ნალექების მაქსიმალური გაზაფხულსა და ზაფხულშია, მინიმალური _ ზამთარში. 1500მ-ს ზემოთ ჯერ მთიანეთის სტეპების ჰავაა, შემდეგ თრიალეთის, ჯავახეთისა და სამსარის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზამთარს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.




შიგა წყლებით რაიონი მდიდარია. მთავარი მდინარე ხრამი (ზემო დინებაში ქციად წოდებული), რომლის შენაკადებია მარჯვენა _ ჭოჭიანი, ბეიუქდერესი, მირზაოღლიხრამი, აიაზმიდერე, ნარდევანი და სხვ; მარცხენა _ თარსონი, სულახი, გუმბათი, ტუსრები. გარდა აღნიშნულისა, ზოგი მდინარე (ბეშთაშენისწყალი  და ქორსუ) უშუალოდ წალკის წყალსაცავს ერთვის. რაიონში ბევრი ტბაა, მათ შორის ბაშქოის, უზუნგიოლის, ჯანმუშგიოლის, ხადიკის, ლელეიანის, გრძელი ტბა და სხვ. მნიშვნელოვანი ჰიდროლ. ობიექტია წალკის წყალსაცავი. რაიონის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა _ ზამთარში. მდინარეები გამოყენებულია ელექტროენერგიისთვის.




ნიადაგები. რაიონის ტერიტორიაზე  ვრცელი (ყველაზე დაბალი) ნაწილი უჭირავს მთის კარბონატულ შავმიწა ნიდაგებს, რომელსაც ზემოთ ცვლის გამოტუტული მთის შავმიწა და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები. რაიონის დასავლეთით და ჩრდილოეთით ჯავახეთის, აბულ-სამსარის და თრიალეთის ქედების კალთებზე სიმაღლებრივი ზონების სახით გავრცელებულია ჯერ ვულკანური მთიანეთის შავმიწისებრი და კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, შემდეგ კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილებში, კლდეებსა და ქვაყრილებს შორის, ლაქებად არის ალპური ზონის პრიმიტიული მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.




მცენარეული საფარი. გავრცელებულია მთის სტეპები და მთის მდელოები. მთის სტეპები რამდენიმე სახისაა, ძირითადია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. რაიონის მთის სტეპებისათვის ტიპიურია მარცვლოვანი და მარცვლოვან-ბალახოვანი დაჯგუფებები, რომელსაც ქმნიან ურო, ვაციწვერა, შვრიელა, კეწეწურა, მდელოს წივანა, ტიმოთელა, სათითური, კურდღლის ბალახა, მაჩიტა, ბაია, ნამიკრეფია, მდელოს თივაქასრა და სხვ. ბუჩქებიდან ხარობს ძეძვი, გრაკლა, ჩიტვაშლა, შავჯაგა. ზედა დონე _ 1800მ-დან 2400-2500მ-მდე განვითრებულია სუბალპური მდელოები, რომელსაც ზოგან სტეპის ელემენტები ურევია. რაიონი ღარიბია ტყეებით. მხოლოდ მდინარე ხრამის ხეობაში სოფელ დაშბაშის ქვემოთაა გავრცელებული ფოთლოვანი ტყე, რომელშიც ჭარბობს წიფელი, ურევია რცხილა, მუხა, ნეკერჩხალი და სხვ.



ცხოველთა სამყარო. რაიონში ბინადრობს: შველი, ტურა, მელა, მგელი; ბევრია მღრღნელი: თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ზაზუნა და სხვ.; იშვიათია შურთხი, მრავლადაა მწყერი (მიმომფრენი), იხვი და სხვ.; მდინარეები, ტბები და წალკის წყალსაცავი მდიდარია თევზით (ხრამულა, მტკვრის წვერა, ქაშაპი, კალმახი, კობრი, და სხვ.)






ძირითადი ლადშაფტები. რაიონი მოქცეულია ძირითადად მთის სტეპებისა და მთა-მდელოს ლანდშაფტების ფარგლებში, სადაც გამოიყოფა მისი შემდეგი სახეები: 1. ლავური პლატო მთის სტეპის მცენარეულობით და შავმიწა ნიადაგებით; 2. მთისწინეთი გასტეპებული მდელო და შავმიწისებრი ნიადაგებით; 3. მთის გასტეპებული სუბალპური მდელო შავმიწისებრი ნიადაგებით; 4. სუბალპური მდელო მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით; 5. ალპური მდელოები, მთის მდელოს მცენარეულობით და პრიმიტიული კორდიან-ტორფიანი ნიდაგებით; 6. საშუალო მთები, შერეული ფოთლოვანი ტყეებით (ჭარბობს წიფელი) და ტყის ყომრალი ნიადგებით.




მოსახლეობა. რაიონში უპირატესად ცხოვრობენ ქართველები; ასევე, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები და სხვ.




სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეკარტოფილეობა, სარძეევ-სახორცე მიმართულების მესაქონლეობა, ტრადიციულია_სამატყლე მეცხვარეობა. მემინდვრეობიდან განვითარებულია საშემოდგომო ხორბლის, საგაზაფხულო ქერისა და შვრიის მოყვანა.




მრეწველობა. წამყვანია ელექტროენერგეტიკა. Mმდინარე ხრამის  ხეობაში ქ. წალკასა და სოფელი არახლოს (ბოლნისის რაიონი) შორის (რომელთა შორის სიმაღლეთა სხვაობა 1000მ-ს აღემატება). შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში, არის აგრეთვე მცირე სიმძლავრის დაშბაშჰესი. ქ. წალკაში არის ყველ-კარაქის ქარხანა (შვეიცარული ყველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოო რესპუბლიკაში)




ტრანსპორტი. რაიონის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები: თბილისი-მანგლისი-წალკა-ბოგდანოვკა და მარნეული-თეთრიწყარო-თრიალეთი-წალკა. Aადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 200კმ.



კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის სკოლები, ბაგა-ბაღები, სამუსიკო და სპორტული სკოლები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა.




ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ბეშთაშენის წმ. Gგიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.